ჟურნალისტი, ავთო დვალიშვილი:
“ნამდვილად ველოდი, რომ პოლიციელი, რომელმაც მოზარდი ცემა, სასამართლოზე აღიარებდა დანაშაულს… ბოდიშს მოიხდიდა და იტყოდა, რომ ძალიან შეცდა, რომ ძალიან ნანობს, რომ თვითონაც არ იცის იმ დროს რა დაემართა…
ბოლოს დაამატებდა – აცნობიერებს იმას, რომ არ არის ღირსი პოლიციელი ერქვას…
მართლა მეგონა, რომ მოზარდს შეხედავდა და ჟესტური ენით ეტყოდა ბოდიშს…
მეგონა და რა ვქნა, რომ მეორე პოლიციელიც მხარს აუბამდა…ვერაფრით წარმოვიდგენდი იმას, რაც მოხდა…
ჩვენ არ ვართ კადრებშიო… მე ნამდვილად ვერაფრს დავამტკიცებ, მაგრამ არ მგონია გამოძიებას ამოცნობის პრობლემა ჰქონდეს…”
კომენტარები