დაპირისპირება ბორჯომის საკრებულოში, სადაც ოპოზიციონერები მივიდნენ კითხვით, რატომ გადაუფორმეს ბაკურიანში 6 000 კვ.მ. მიწის ფართობი პრემიერის მეუღლეს.
ლევან ხაბეიშვილი:
“ეს ტერიტორია ეკუთვნის ხალხს, ბაკურიანელებს და არ უნდა იყოს ნუნუ თამაზაშვილის უკანა ეზო დაბა დაკურიანი. ჩვენი ფრაქციის წევრები ამ წერილს ხელს მოაწერენ და თქვენ, როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია”.
ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჯერ უნდა გაეცნოს საკითხს. როგორ მოხდა, რომ აქამდე არ იცნობს ამ საკითხს, არ აკონკრეტებს.
საკრებულოს წარმომადგენელი, “ტვ პირველთან”:
“ეს ტყე უნდა ჰქონდეს ქართველ ხალხს, სულ ყველას. მოდი რა… დაბრუნებულია, ბაკურიანელებისაა და ყველას საკუთრებაა. თქვენ ტელევიზიასთან ვარ აგრესიული… არავისთვის არ გადაუცია და არასწორად აწვდით ინფორმაციას საზოგადოებას. როგორ გეკადრებათ? რატომ მომყვებით…”
ვიდეო – ტვ პირველი
კომენტარები