მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, ნევროლოგ თამარ აბაშიძის მეუღლე ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
შოთა თუთბერიძე:
“პრეზიდენტმა გამოთქვა მწუხარება იმის გამო, რომ მოწვეული ნევროლოგის ქალბატონი თამარ აბაშიძის მეუღლე გაუშვეს ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამდებობიდან მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ნევროლოგმა დაადასტურა ის დიაგნოზი, რომელიც სახალხო დამცველის კონსილიუმმა და დამოუკიდებელმა კონსილიუმებმა დადეს. თვლის, რომ ყველაფერი ძალიან მალე გამოსწორდება”
კომენტარები