ადვოკატი, გიორგი ფანცულაია:
“ერთი ტრაგიკომიკური სიტუაცია უნდა მოვყვე
მოკლედ ამ დილით ტელეფონი გამიფუჭდა, ეკრანი ჩაქრა და საერთოდ არ რეაგირებდა, რესტარტსაც კი არ აკეთებდა… იყო ჩამქრალი და ურეაქციოდ…
ჩამოვიარე თბილისის მაშტაბით ყველა ცნობილი ხელოსანი, ვისაც ქალაქში სიტყვა ეთქმოდა, პასუხი ყველასი ერთი იყო, ეკრანია გამოსაცვლელი (არა და ჩემი ტელეფონი მთლიანად ეკრანია) ან პროგრამაა გასაახლებელი…
ვინაიდან ტელეფონში მქონდა უამრავი ინფორმაცია და კონტაქტები, ამ ყველაფრის წაშლა კატასტროფას ნიშნავდა… ე.წ. უესბეთიც არ გადაქონდა ლეპტოპში…
მოკლედ ვზივარ დაღონებული და ვფიქრობ 1000 ლარი რომ დამკარგოდა ბევრად მერჩივნა ვიდრე ეს ყველაფერი წაშლილიყო…
მოდის მია და მეკითხება რა გჭირს გიორგი?
ვუყვები ჩემს ტრაგიკულ მდგომარეობას და ვარ ასე ყურებჩამოყრილი…
მიას პასუხი, მაგათმა არცერთმა არ იციან ტელეფინის გაკეთება მომეცი აქ, ვუყურებ გაფართოებული თვალებით, ტელეფონის დასაშლელი ე.წ. ნემსით დაშლა ტელეფონი, რაღაცეები “იჩალიჩა” და ააწყო.
საათივით მუშაობს
P.S. თუ ქალაქში ტელეფონი ვერც ერთმა ცნობილმა ხელოსანმა ვერ გაგიკეთოთ, შემიძლია მიას დაგაკავშიროთ”
კომენტარები