ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 10 049-ს მიაღწია, სულ დაინფიცირებულია 246 020 ადამიანი, 88 483 კი გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის ყველაზე რთული ვითარებაა იტალიაში, სადაც 3 405 ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილთა რიცხვით იტალიამ ჩინეთს გაუსწრო, სადაც ვირუსმა 3 248 ადამიანი იმსხვერპლა.
მესამე ადგილზეა ირანი, სადაც 1 284 პაციენტი დაიღუპა, ესპანეთში კი მსხვერპლის რიცხვი 831-ია.
კომენტარები