“ენმ”-ის წევრი, მეგი გოცირიძე:
“მართალია, ინგა თავად არ მელაპარაკება და გიგის თავად არ ველაპარაკები, მაგრამ მაინც მინდა მეც ვთქვა ჩემი აზრი გუშინდელ კამათთან მიმართებით და კერძოდ ის, რომ ორივემ დანამდვილებით იცის, მიშა უნდა იყოს გარეთ, რომ ხიხო აღარ გვმართავდეს, ინგას სურს, გიგიმ (ანუ ოპოზიციურმა სპექტრმა) გამოიხსნას მიშა, თავად რაც შეუძლია აკეთებს იმას და ოპოზიციისგანაც მოითხოვს მაქსიმუმის კეთებას, რომ გადაშენდეს ხიხოს ოცნება.
მეც მიმაჩნია, რომ მაქსიმუმი მაქვს ჩემი შესაძლებლობების გამოყენებული მანქურთებთან ბრძოლაში, მაგრამ არ ეყო იმიტომ, რომ გაბნეულები ვართ…
მეტყვის ვინმე ” რატომ შლის მელია”-ო და აქვე ვუპასუხებ, რომ ვერავინ დაშლის სამოქალაქო აქტივს, როცა ქვემოდან -ზემოთ იქნება მოქმედების გეგმა , თუ ხედავ, რომ ზემოდან-ქვემოთ არ მოდის… დაწერეთ, ვის რა გეგმა გაქვთ ბრძოლის , ვის რამდენი ადამიანის დარწმუნება შეგიძლიათ და რამდენი გყავთ დარწმუნებული, რომ გამოგყვეთ ბრძოლაში.
მე მაქვს გეგმა ბრძოლის და იცით ამის შესახებ, მყავს თანამოაზრეებიც, ხელსაც ვერავინ და არავინ მიშლის, მაგრამ არაა საკმარისი რაოდენობის ადამიანი… ცნობადი სახე ფოტოს რომ გამოდებს და 5 000 ლაიქი აქვს, იგივე სახე აქციას რომ აანონსებს და 50 კაცი გადის, რა უნდა ქნა ასეთ დროს, ან რა უნდა ექნა იმ 50 000 ქუჩაში გამოსულ ადამიანს? იზამდა! ოღონდ იმ შემთხვევაში თუ მიშა იქნებოდა ლიდერი და საკუთარ თავზე აიღებდა პასუხისმგებლობას, მაგრამ მიშა ციხეშია, მიშასნაირი საუკუნეში ერთხელ იბადება და ან საუკუნე გამოშვებით უნდა ვიცხოვროთ ან მებრძოლი ხალხი უნდა გავერთიანდეთ და არცერთ უწყებას არ უნდა მივცეთ თავისუფლად სუნთქვის უფლება.
ამ ბრძოლაში ვინც არის ჩაბმული, ყველა ლიდერია! სიყვარულით გავერთიანდეთ ჩვენი ოჯახების დასაცავად და არა სიძულვილით, რომელიმე ლიდერის წინააღმდეგ, ვისაც არ შეუძლია იყოს მიშა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში იბრძვის მისი თავისუფლებისთვის, ჩვენი გვერდით დგომისა და მხარდაჭერის გარეშე! ქვემოდან-ზემოდან უნდა მივაწვეთ და ზურგი გავუმაგროთ ლიდერებს თუ გვინდა , რომ მიშა დროზე ადრე გამოვიხსნათ და ვადამდელზე წავიდეთ მიშასთან ერთად, საქართველოსთვის #თავისუფლებამიშას“
კომენტარები