“ტვ პირველთან” უფლებადამცველი, შშმ პირის დედა, თამარ იარაჯული საუბრობს და ყვება როგორ შესთავაზეს სიჩუმის ფასად ჯერ შვილის მკურნალობა, მერე ფული, ბოლოს მიწა, ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის ასაშენებლად, თუმცა, მოგვიანებით, მიწა ხელისუფლებამ უკან დაიუბრუნა, თამარ იარაჯულს კი შემოუწყრნენ, რადგან გაბედა და დაწერა, რომ ქრონიკული დაავადების მქონდე ბავშვს წამალი არა აქვს.
თამარ იარაჯული:
“ვახტანგ გომელაური, გრიგოლ ლილუაშვილი და ნინო გიორგობიანი წყვეტენ, თურმე, ადამიანების ბედს. ეს არის ადგილი, სადაც ბევრი ბავშვი უნდა გადარჩენილიყო, ალბათ, ფსიქიატრიულში მოხვედრისგან. გავყიდეთ ბავშვები. 2018 წელს აქცია მქონდა. ამის შემდეგ ვიღაცამ მომწერა, დაინტერესდა რა პრობლემები ჰქონდა გაბრიელს, რით შეიძლებოდა დაგვხმარებოდა. როდესაც ვკითხე ვინ იყო, ჩათვალეთ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, ბიზნესმენი ვარ და რით დაგეხმაროთო. ფინანსებზე არ იყო საუბარი, არამედ – დასაქმებაზე. დაურეკეს მალე ჩემ მეუღლეს, დაიბარეს და დაიწყო სამსახური.
ისევ მწერდნენ უცხო ადამიანები, მთავაზობდნენ გაბრიელის გერმანიაში სარეაბილიტაციოდ წაყვანას. ვკითხე, ვინ იყვნენ და ვის დავალებას ასრულებდნენ. შევთანხმდით შეხვედრაზე. მოვიდნენ ეზოში, სამთავრობო მანქანებით, ვიფიქრე რომ პრემიერს, ან ბიძინა ივანიშვილს სურს ბავშვის მდგომარეობის გაგება. სამთავრობო მანქანებით მიმიყვანეს სუს-ის შენობაში. მივხვდი რომ უფრო ცუდს დამიპირებდნენ, თუ რამეს ვიტყოდი.
ეს იყო იმის ნიშანი – გაჩუმდი, შენ მოხვედი სუ-ში და უნდა იყო ჩუმად და კარგა ხანია ვარ ჩუმად. მაგრამ ბოლო თვეებმა გადამადგმევინა ეს ნაბიჯი, რომ ვთქვა სიმართლე. ამ შენობაში მოყვანის მთავარი მიზანი იყო, შევეშინებინე, თორემ, ჯანდაცვაში მიმიყვანდნენ და იქაც შემომთავაზებდნენ შვილის მკურნალობაში დახმარებას. იყო თანხის შემოთავაზე, სიჩუმის ნაცვლად მთავაზობდნენ ჩემი შვილის გადარჩენას. ხელზე უნდა მოეცათ ეს ფული… თუ სახელმწიფოს უნდა ზრუნვა ჩემ შვილზეც და ყველას შვილზეც, ვისაც ეს საჭიროება აქვს, იზრუნეთ, ოღონდ ყველასთვის.
შევთანხმდით იმაზე, რომ ჩემ ორგანიზაციას გადმოეცემოდა მიწა. 2018 წლის სექტემბერში მიწა გადმოგვეცა. ფონდის ანგარიშზე შემოწირულობა დაიწყო, ირიცხებოდა თანხები მანამ, სანამ არჩევნები არ დამთავრდა. დიდი პრეზენტაცია მოეწყო, ირაკლი კობახიძე ესწრებოდა პრეზენტაციას, იყვნენ მთვარობის წარმომადგენელი, იყო ქალბატონი სალომე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი. მეუფეებთან დაძაბული ურთიერთობა ქონდა სალომე ზურაბიშვილს, დასვით ყველა ერთად და ვისაუბრეთ, გადაიღო ყველა ტელევიზიამ, გაშუქდა რომ სახელმწიფო ასეთ რაღაცას აკეთებს…
ვუხდიდი მადლობებს ნებისმიერ მათ კარგ მოქმედებებზე, ოღონდ ეს ყველაფერი უნდა შემეთანხმებია ნინო გიორგობიანთან, თუნდაც, მე როგორ დამეწერა ეს მადლობა. ვფიქრობდი, რომ ნუ მას მეტი გამოცდილება აქვს და მაინც პიარია, მაგრამ ეს იყო მადლობა. გიორგობიანმა გადაწყვიტა, რომ მადლობასთან ერთად, სხვა სტატუსებიც უნდა ემოწმებინა. დამირეკა, მე საყვედური მითხრეს, ვახოსაც (გომელაურს) საყვედური უთხრესო და ძალიან გთხოვ, ასეთი სტატუსები არ დაწერო და აიღე რაც გიდევსო. გურიაში ბავშვს მედიკამენტი არ ჰქონდა და მისივე ანგარიშზე ლარობით უნდა შეგვეგროვებინა ფული, ეპილეფსიის წამალს ვაგროვებდით, რომლის მიღების გარეშე მოკვდებოდა ადამიანი, ამაზე დამირეკა გიორგობიანმა, რომ ვიღაც გაბრაზებულა, თურმე და უნდა ამეღო და რა მნიშვნელობა ქონდა, აქ 250 ბავშვს (რომ აშენებულიყო ცენტრი) რეაბილიტაციას და თერაპიას ჩავუტარებდი, თუ ის ერთი მოკვდებოდა მედიკამენტის გარეშე? ამიკრძალეს სოციალურ თემებზე წერე და მთავრობის საყვედური. დამსაჯეს იმით, რომ წამართეს მიწა, ჩემთან ვაჭრობა გამართა სახელმწიფომ… მევაჭრნენ შვილით…
გომელაურის ხელით მოხდა ჩემი მოტყუება, მე მას ვენდე ყველაზე მეტად. ახლა აქციები რომ გვქონდა, ახლა ლილუაშვილის ხალხი გვხვდება განსაკუთრებულად აგრესიულად, განსაკუთრებულად ვერ მიტანს ლუილუაშვილი, განსაკუთრებულად ნაძირალაა და იმიტომ.”
ვიდეო – ტვ პირველი
კომენტარები