რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ბრიფინგზე განიხილავს ქართველი ჟურნალისტის, გოგა აფციაურისა კომენტარს საქართველოს ოკუპაციაზე. როგორც ჩანს, ტყუილად არ ცდილობს ზოგი პოლიტიკოსი ან პარტია რუსეთის “არგაღიზიანებას” და როგორც ჩანს, სიმართლე რუსეთს აღიზიანებს კიდეც და ესმის კიდეც, როგორც ჩანს, საუბარსაც ჰქონია აზრი, რეზოლუციაში რუსეთის ჩაწერასაც ექნებოდა აზრი, აქედან გამომდინარე და საერთოდაც, ჩვენ საუკუნეში, ინფორმაციას და სიტყვას სწორედაც რომ დიდი ძალა აქვს.
გოგა აფციაური:
რამდენიმე დღის წინ “ევრონიუსს” ინტერვიუ მივეცი. “ბორდერიზაციაზე” და კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების გასაჭირზე ვესაუბრე. რეპორტაჟი უკრაინის კონტექსტში ,საქართველოს ოკუპაციას ეხებოდა. ხოდა,თურმე ზის და უყურებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლავროვი ამ სიუჟეტს. იწერს ჩემ ციტატებს და გამოაქვს ბრიფინგზე, სადაც უკრაინაა მთავარი თემა. რეპორტაჟი მთელ ევროპაზე გავიდა და როგორც ჩანს ეს არ მოეწონა ყველაზე მეტად. განიხილავს რეპორტაჟს ჩვეულ პროპაგანდისტულ სტილში. მთელი მსოფლიო ცდილობს, ამათ უკრაინაში შეჭრა გადააფიქრებინოს, ეს კი რეპორტაჟს განიხილავს. დიახ, მედიას აქვს ძალა და სიმართლეა ყველაზე დიდი ძალა- ტანკებზე და ბომბებზე დიდი ძალა. სიმართლე კი ისაა, რომ გვღობავენ და ეს, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა გაიგოს მსოფლიოში.
ევრონიუსის რეპორტაჟი. აი, ის ლავროვის განსახილველი რომ გახდა. მე ვფიქრობ ამ თემაზე ბევრი უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე. 01:10 იდან ვლაპარაკობ.
შენიშვნა:
სერგეი ლავროვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს “აფხაზეთად” და “სამხრეთ ოსეთად” მოიხსენიებს.
კომენტარები