თამო კეშელავა, ალია
“ალიას” ესაუბრება პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი, კახა კუკავა.
– მაგალითი იმისა, თუ როგორ დაანგრია სახელმწიფომ ერთ-ერთი წამყვანი დარგი ქართული მედიცინის – არის ონკოლოგიური კლინიკა, რომელიც ქართულმა ოცნებამ გაანადგურა! ეს იყო კლინიკა, რომელიც არათუ საქართველოში იყო ლიდერი, არამედ მსოფლიო ონკოლოგიურ სკოლაში იცნობდნენ და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში უპირობო ლიდერი იყო. გაანადგურა “ქართულმა ოცნებამ”, შეგიძლიათ მიხვიდეთ და ნახოთ, გაძარცვული კედლებია დარჩენილი მხოლოდ და მხოლოდ.
– რომ არა პანდემია, იგივე ბედი ეწეოდა ინფექციურ საავადმყოფოსაც…
– ინფექციურ საავადმყოფოს იგივე ბედი ელოდა კი არა, ქაღალდზე უკვე იგივე ჭირს, ოღონდ მისი აღსრულება გადაიდო, პანდემიის გამო. ქაღალდზე ინფექციურ საავადმყოფოს უკვე იგივე დაემართა, იურიდიულად, სახელმწიფომ იგივე განაჩენი გამოუტანა ინფექციურს, ამ შემთხვევაში, ზოგი ჭირი მარგებელიაო და აღსრულება ვერ მოესწრო.
კომენტარები