ანტიოკუპაციური მოძრაობის, “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა:
მას შემდეგ, რაც 2 დღის წინ გავიგეთ ჯარიაშენში ოკუპანტების მიერ თხრილების გაკეთების შესახებ, ბოლო 2 დღის განმავლობაში დავიწყეთ ინტენსიურად პატრულირება მიმდებარე ტერიტორიაზე.
გაირკვა, რომ თხრილის სიგრძემ შეადგინა 3.5 კმ, ვიპოვეთ თხრილის ერთ-ერთ მონაკვეთზე შლაგბაუმი, რომელიც ჩვენს წყაროებზე დაყრდნობით, გაკეთდა 2021 წლის 5-13 დეკემბრის შუალედში, ზუსტად მაშინ, როდესაც ოკუპანტებმა გათხარეს ეს თხრილები.
მოცემული შლაგბაუმი სოფელ ქვეშის მხარეს არის, რაც ჩვენი აზრით ოკუპაციის ახალ გეგმასთან თანხვედრაში მოდის.
ხელისუფლებამ საგულდაგულოდ დამალა ამბავი ამ თხრილების შესახებ და ჩვენ მხოლოდ თვენახევრის შემდეგ გავიგეთ…
რუსეთის “არგაღიზიანების პოლიტიკა” მძვინვარებს!
ტაკ ძერჟაწ, ტოვარიშჩი!!!
სოფელ ქვეშის მიმდებარედაც ვიპოვეთ თხრილები, რომლებიც ასევე დაახლოებით 2021 წლის დეკემბრის დასაწყისით უნდა თარიღდებოდეს….
რა თქმა უნდა, ხელისუფლება კვლავ “გააპუსტიაკებს” ამ ფაქტსაც, თუმცა,ჩვენ ეს უკვე დიდი ხანია არ გვიკვირს.
უახლოეს დღეებში უფრო დეტალურად შევისწავლით ამ თხრილსაც, რომელიც ერთმნიშვნელოვნად საოკუპაციო რეჟიმის ოკუპაციის ახალი გეგმის ჭრილში უნდა განვიხილოთ.
ჩვენ კვლავ ველოდებით ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის რეაგირებას, კონტრ-გეგმას, პრევენციულ ზომებს, რამე განცხადებას, შეგინებას მაინც….
ჯერჯერობით, ამაოდ….
ორკების ახალი საოკუპაციო გეგმა მოსულია მოქმედებაში.
როგორც ჩვენ ვამბობდით, ორკები არ დაელოდებიან გაზაფხულს, მათ სასწრაფოდ სჭირდებათ მოქმედება – ბიბილოვმა თავისი ე.წ. წინასაარჩევნო, საპრეზიდენტო კამპანია უნდა წარმართოს და დაუმტკიცოს თავის ამომრჩეველს, რომ ის “წართმეულ მიწებს” დაიბრუნებს.
სამწუხაროდ, ხელისუფლება კვლავ, სტრაუსის ცნობილ პოზაში დგას და ცდილობს არ შეიმჩნიოს ჩვენი ტერიტორიების ახალი ოკუპაცია.
აქვე მსურს გაჩვენოთ ჯარიაშენი-აძვის ოკუპაციის ახალი გეგმა, რომლის განხორციელებაც ფაქტობრივად დაწყებულია – როდესაც თქვენ შეხედავთ ორკების მიერ მომზადებულ გეგმას და უბრალოდ, მცირე ანალიზს გაუკეთებთ ოკუპანტების ბოლო დღეების აქტივობას და თვალს გადაავლებთ ორკების გეგმას, ყველაფერი ძალიან მარტივად დალაგდება.
ოკუპანტები გვართმევენ იმ მიწა-წყალს, რომელიც 2008 წლის ომის შედეგებში არ მოიაზრებოდა, უბრალოდ ოკუპანტს მადა გაეხსნა, ხელისუფლება კი შეშინებულ სტრაუსად არის ქცეული…
კომენტარები