დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, ამბობს:
“არ ვიცი, თუ ადევნებდით თვალყურს, როცა გვაქებდნენ და ძალიან ცაში ავყავდით, მაშინ ვთქვი, ცოტა ხანი მოიცადეთ და მერე ნახეთ რა მოხდება-თქო. ჩემ შვედი კოლეგას, რომლის ოჯახს ემუქრებოდნენ საერთოდაც შვედეთში და პოლიციამ გადაფარა. ასე რომ ეს არაფერი… ყველა საზოგადოებაშია ულტრა-ლიბერალური და ულტრა-კონსერვატული წრეები. ადამიანების ურავლესობა ნორმალურად იგებს… არის პოლიტიკური ინტერესები, ზეგავლენები.. ქუჩაში ხომ დავდივარ, არა, ვხედავ ხალხის რეაქცია და კარგად ვიცი, ადამიანების უმრავლესობა როგორ არის განწყობილი. ჩვენი ერთ-ერთი მოვალეობაა ადამიანებს რა საფრთხე ელის, ვუთხრათ. მეტროს ვაგონებზე ეწერა ხოლმე, არ მიეყრდნო, შეიძლება გაიღოს, გადავარდე და მოკვდეო. ელექტროობას ხომ აწერია ხოლმე, არ შეეხეო, მოგკლავსო. აფრთხილებენ ადამიანებს საფრთხის შესახებ, წესია ასეთი და უნდა უთხრა იქვე, როგორ უნდა აარიდო თავი საფრთხეს.
პირველი პანდემია იყო 2009-ში, 21-ე საუკუნის პირველი პანდემია. ვინც კი ამ საქმეში ჩახედულია, ის ყოველთვის ელოდებოდა ახალ პანდემიას, რომელიც უნდა ყოფილიყო და ყველაზე საშინელია რესპირატორული ტიპის დაავადების პანდემია, თორემ, შიდსის პანდემიაც იყო, მაგრამ მისგან თავის დაცვა ძალიან ადვილია, დამოკიდებულია მარტო შენზე და დაიცავ თავს და როდესაც ეს არის წვეთოვანი ან აიროვანი გზით გადამდები დაავადება – მისგან თავის დაცვა ძნელია. პანდემია იყო ქოლერის, რომლისგან თავის დაცვაც ასევე შედარებით ადვილია, წყლით და საკვებით გადადის… რესპირატორული დაავადებისგან თავის დაცვა რთულია. მთელი მსოფლიო ემზადებოდა და ყველამ იცოდა, რომ რაღაცა პანდემია უნდა მომხდარიყო, ყოველთვის ხდებოდა პანდემიები, გაიხსენეთ ესპანკა, რომელმაც 50 მილიონი ადამიანი შეიწირა. პანდემიის მზადყოფნა სულ საჭიროა.
2009-2010 წლის პანდემია უმძიმესი იყო ჩვენი ქვეყნისათვის, რამდენი ორსული შეიწირა იცით? მსოფლიო არ ჩაკეტილა იმიტომ, რომ ის პანდემია შედარებით ადვილი სამართავი იყო. იმ პერიოდში უკვე არსებობდა ვირუსის საწინააღმდგეო ეფექტური პერპარატი. მაშინ იყო ტამიფლუ, წამალი იყო მაშინ. სამწუხაროდ, ათეულში ვართ მსოფლიოში ავადობას თუ დავაჯამებთ, ათეულში ვართ გარდაცვლილთა რიცხვითაც, მილიონ მოსახლეზე ვამბობ…
შევეცდები გასაგებად ავხსნა, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი გახდება მილიონ მოსახლეზე ავად, გასაგებია, რომ მეტი იღუპება, რადგან მეტი იყო ავად. მაგრამ თუ ვნახავთ 10 პაციენტიდან რამდენი გამოჯანმრთელდა, უკვე საქართველოს კარგი მაჩვენებლი აქვს და ევროპის საკმაოდ კარგ მაჩვენებელს შორის ვართ. 1000 ადამიანიდან, რომელიც ავად ხდებოდა კოვიდით, ჩვენ ქვეყანაში ათასიდან იღუპებოდა 13, მაგალითად აშშ-ში ჩვენზე მეტია, ევროპულ ქვეყანაშიც ბევრგან ჩვენზე მეტია 1000 ინფიცირებულთაგან გარდაცვლილთა რიცხვი.
არის მეორე საკითხი, რამდენი დაავადდა, ხო? ძალიან კარგი მაჩვენებლები გვქონდა, მაგრამ ვაქცინები რომ შემოვიდა, 42 პროცენტია მოზრდილი მოსახლეობის აცრილი, შევადაროთ რა ხდება ისრაელში და რა ხდება საქართელოში? ერთნაირად გვაქვს ავადობა ახლა ჩვენ და ისრაელს და ჩვენთან სამჯერ მეტი ადამიანი იღუპება, ხო? რატომ? ჩვენთან აცრილები არ არიან და იქ აცრილები არიან – ეს არის, მეტი არაფერი. სამწუხაროდ, ადამიანები კითხვებს რომ სვამენ, უნდა გაიგონ რა ვთქვი, დღეში რომ 40 გარდაცვლილა ვაცხადებდი, უნდა გადათვალონ, რამდენ ავადმყოფს ვაცხადებდი, აიღონ ყველა ავადმყოფი და ყველა გარდაცვლილზე გაყონ და გამოვა რომ ყოველი ათასიდან გარდაიცვალა 13. მარტივი არითმეტიკაა.“
კომენტარები