დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, მოსახლეობის კითხვებს პასუხობდა. კითხვებს პირდაპირ ეთერში კითხულობდა ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე.
მაკა რაზმაძეს თავადაც ჰქონდა კითხვები ბატონ პაატასთან:
-გიორგი ფხაკაძე იყო ჩემ გადაცემაში სტუმრად და თქვა, თუკი ადამიანს აქვს ორჯერადი აცრა გაკეთებული, შემდეგ ბუსტერი და მას დაემართა თუნდაც ომიკრონი, ყველა ეს აცრა ბათილდება და თავიდან უნდა აიცრასო და ასეა?
-ბატონი გიორგი გამონათქვამებზე კომენტარს ნუ მთხოვთ, თუ შეიძლება. არაფერი არ ბათილდება, რას ბრძანებთ, რას ქვია ბათილდება? ბათილდება კი არა იმუნიტეტი მატულობს ამ დროს. რა ბათილდება, რის ბათილდება.
კომენტარები