ახალი ტიპის კორონავირუსის საფრთხეებიდან გამომდინარე სუპერმარკეტების ქსელი “კარფური” სამუშო საათებს ამცირებს. ამის შესახებ განცხადება კომპანიამ საკუთარი ფეისბუკ გვერდის საშუალებით გაავრცელა.
“შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ რომ ჩვენი თანამშრომლებისთვის შეგვემსუბუქებინა ტვირთი და სამუშაო საათებს ვამცირებთ.
შაბათს, 21 მარტიდან, კარფურის ყველა ფილიალი იმუშავებს დილის 10 საათიდან საღამოს 9 საათამდე”, – წერია განცხადებაში.
საქართველოში 20 მარტის შუადღის მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსის დადასტურებული 43 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელებულია 1 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1 925 პირი, ხოლო სტაციონარსი მეტვალყურეობის ქვეშ – 271.
კომენტარები