საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე:
“მე მესმის რომ ყველა დაიღალა, მესმის, რომ რაღაცეები გვავიწყდება/გვეშლება.
იმედია, რომ ბატონმა პაატამ არასწორად გაიგო ჟურნალისტის შეკითხვა.
საქართველოში არსებული რეგულაციების მიხედვით (ომიკრონამდე მიღებული), კოვიდგადატანილები 2 ჯერ იცრებიან ….
ეს ისე, ინფორმაციისთვის ….
ყველაფერი იცვლება… და არსებული რეგულაციების გადახედვა უნდა მოხდეს. ეს არის ჩემი მოსაზრება არსებული მონაცემების საფუძველზე…
მე არავისთან დაპირისპირება არ მაქვს, ვინაიდან დაპირისპირების საგანი არ არსებობს
ჩვენ ყველა ვუპირისპირდებით ერთ მტერს და ეს არის კოვიდი!
2021, 31 აგვისტო, “კოვიდგადატანილი პაციენტი 30 დღეში ექვემდებარება ვაქცინაციას და აცრა უნდა ჩატარდეს ორი დოზით” – თამარ გაბუნია
„ საბოლოო გადაწყვეტილება – არის თუ არა ბუნებრივი გზით მიღებული იმუნიტეტი უფრო მყარი და ხანგრძლივი, ვიდრე ხელოვნური გზით, არ არსებობს. ამიტომ, კომბინაცია ბუნებრივს პლიუს ხელოვნური განიხილება, როგორც პოტენციურად ყველაზე უფრო ხანგრძლივი დაცვის მატარებელი კომბინცია, ამიტომ ვთვლი,, რომ ის ადამიანები, რომელებიც კორონავირუსს გადაიტანენ და 1 თვის შემდეგ ორჯერადად აიცრებიან,,ალბათ, მიიღებენ მაქსიმალურ დაცვას, რაც არის შესაძლებელი დღევანდელ პირობებში.“- განმარტავს ივანე ჩხაიძე
“მოგეხსენებათ, ინციფირებიდან აცრისთვის 120 დღე არის დაშვებული. ამ კვირაში ეს შეიცვლება და შემცირდება 30 დღემდე. ამიტომ ყველას შეეძლება, უფრო სწრაფად აიცრას. […] მალე ალბათ, მინისტრის ბრძანებას ამ კვირაში მოეწერება ხელი”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.
“2021 წლის თებერვლამდე ვინც კოვიდი გადაიტანა, მათ განსაკუთრებით ვთხოვ,, დაიჭირონ თადარიგი ვაქცინაციაზე. სურვილის შემთხვევაში კოვიდის დადასტურებიდან 30 დღეში შესაძლებელია ვაქცინაციის ჩატარება. აი- და იყავი დაცული!” – აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.
პროტოკოლი:
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის. ბრძანება №01-66/ნ. 2021 წლის 21 ივლისი
კომენტარები