საქართველოში მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება უქმდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
“ომიკრონის სწრაფი გავრცელებისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება გაუქმდეს “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის ვალდებულება.
თუმცა აღრიცხვიანობის ყველა სისტემა კვლავ მოქმედი იქნება და ის პირები, რომელებსაც “მწვანე პასპოტი” საზღვარგარეთ გასამგზავრებლად სჭირდებათ, კვლავ ისარგებლებენ ამ მექანიზმით”, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
კომენტარები