დღეს გიგი უგულავას სასამართლოს ჩვენება მესაზღვრე პატრულმა პაატა ბახტურიძემ მისცა, რომელიც ამტკიცებს, რომ ინცინდენტის თვითმხილველია.
ბახტურიძე:
-ვხედავდი, ბატონი გიგი ხელს იქნევდა, სადღაც ხვდებოდა, სახეში, მაგრამ ცხვირში ხვდებოდა, სად ხვდებოდა, არ ვიცი, ზურგით იდგა… ანალოგიურად ისიც, ვხედავდი, ხელით იგერიებდა. გავაშელიშვილს ნიკაპში ხვდებოდა, თუ ზურგში, ტკიოდა, თუ არ ტკიოდა, არ ვიცი. ბატონ გოკას ფეხი სტკიოდა და გადაადგილება უჭირდა. ბადრი გავაშელიშვილს მოტკეცილი მაისური ეცვა, ყელთან ჩამოხეული ჰქონდა, თვითონ აღელვებული, ანერვიულებული იყო, მიუთითებდა, ბატონ გიგიზე, შეურაცხყოფა მომაყენაო.
გიგი უგულავამ მოწმეს მიმართა, დაესახელებინა, ჰქონდა თუ არა მას ინციდენტის შემდეგ დაზიანება.
ბახტურიძე:
-რატომ გგონიათ ვუარჰყოფ მე, რომ თქვენ დაზიანება გქონოდათ, შესაძლებელია გქონოდათ დაზიანება, მაგრამ რატომ აქვს ამხელა მნიშვნელობა იმას, მე დავინახე, თუ არა? თქვენ გინდათ, თქვენ მოყვანილ ვერსიაზე გითხრათ, ან კი, ასე იყო, ან არა. მე მოვყევი ის, რაც დავინახე.
კომენტარები