მედიცინის დოქტორი, თერაპევტი, თერაპევტ-ტრანსპანტოლოგი, სოციალურ ქსელში, ჯგუფის “stop cov აჭარა“-ს დამფუძნებელი, სოფო ბერიძე:
“მოდით, დავიწყოთ პასუხისმგებლობების განაწილებით:
ექიმები
პასუხისმგებლები ვართ პაციენტის ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე, დაავადების სწორ მკურნალობასა და პრევენციის დაგეგმვაზე. ამას უნდა ვაკეთებდეთ მშვიდად, კომპეტენტურად, ყოველდღე ვეცნობოდეთ ახალ ლიტერატურას და ვიყენებდეთ მას ჩვენს პრაქტიკაში. ვხელმძღვანელობდეთ თანაბრობის პრინციპით. ჩვენი მთავარი საზეპიროა – ,,უპირველესია, არ ავნო’
ეპიდემიოლოგები
უნდა მუშაობდნენ ციფრებზე, სტატისტიკაზე, პროგნოზირებაზე, ახალი შტამების დროულ გამოვლენასა და დროსა და ვითარებაზე მორგებული რეკომენდაციების გაცემაზე.
ეპიდემიოლოგების მთავარი საზეპიროა – ნატიური, სუფთა, ჭეშმარიტი ციფრები და პოლიტიკისგან თავისუფალი რეკომენდაციები!
პაციენტი
თქვენ მხოლოდ მოგეთხოვებათ მიყვეთ ექიმის რეკომენდაციას და არ გადასდოთ სხვებს დააავდება!
ეს არის თქვენი მთავარი საზეპიროც, პასუხისმგებლობაც, გმირობაც და თავდადებაც!
რაც შეეხება ომიკრონს
ის ნამდვილად მსუბუქად მიდის!
ეს ნიშნავს, რომ უიშვიათესია შემთხვევა, როდესაც ის იწვევს სიცოცხლისათის საშიშ გართულბებებს
დიახ, თქვენ გეტკინებათ თავი, ყელი, ძვლები, სახსრები, გექნებათ მაღალი ტემპერატურა, ჩაგეხლიჩებათ ხმა – მაგრამ უხშირესად ეს გაგრძელდება 3-5 დღე და შემდეგ სრულიად ჯანმრთელდებით! – განსხვავებით წინა კოვიდებისგან, როცა კოვიდი გეპარებოდათ ჩუმად, ვერაგულად, მსუბუქი სიმპტომებით და მეექსვე-მეშვიდე დღიდან დგებოდა სიცოცხლისათვის საშიში გართულებები.
შეიძლება თუ არა ომიკრონი გახდეს სიკვდილის მიზეზი?
კი – თუ ის შეხვდა უკიდურესად დასუსტებულ, მძიმე ქრონიკული დაავადების მქონე, აუცრელ ადამიანს და მას ვერ გაეწია დროული სამედიცინო დამხარება.
შეიძლება თუ არა თქვენ გახდეთ სხვისი სიკვდილის მიზეზი?
კი, თუ გექნებათ სიმპტომები, დამალავთ და გახვალთ საზოგადოებაში ნიღბის და დაცვის გარეშე.
გჭირდებთ თუ არა PCR ტესტირება ომიკრონის აღმოსაჩენად?
არა – PCR ტესტის გარშეც ყელის, თავის, ძვლების, სახსრების ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი და ტემპერატურა ნიშნავს ომიკრონს.
PCR ტესტი არაფერს ცვლის, გარდა ოფიციალურად დარეგისტრირების შესაძლობლების და იზოლაციის ვალდებულებისა. მისი გაუქმება და ოჯახის ექიმის მიერ კოვიდის დიაგნოზის დასმა იქნებოდა ძალიან კარგი სწორედ თქვენი ფინანსების, დროის, ნერვების დაზოგვისთვის.
ეს გადაწყვეტილეა ძალიან გამიხარდებოდა, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზით რომ მიღებულიყო და არა მწვანე სტატუსით დასასაჩუქრებლად.
დაიმახსოვრეთ!
სიმპტომების შემთხვევაში ყოველგვარი PCR-ის გარეშე უნდა მოერიდოთ სხვებთან კონტაქტს და ატაროთ მუდმივად ნიღაბი!
P.S. ბევრი თბილი სითხე, ცხვირის დანოტივება, პარაცეტამოლი და იბუპროფენი ტკივილის დროს – ძალაში რჩება
გისურვებთ ჯანმრთელობას!”
კომენტარები