რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემა “პრაიმთაიმში” მსახიობები, ჟურნალისტები, მომღერლები იყვნენ შეკრებილნი და ვაქცინაციის ავ-კარგიანობას განიხილავდნენ. სტუდიაში მიწვეული იყო, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.
პროდიუსერი, ნატო დუმბაძე:
-ერთ აზრამდე როგორ ვერ ჩამოყალიბდით? გუშინწინ თქვენ ბრძანეთ, ბატონო თენგიზ, რომ ომიკრონი კლავს. იქვე, პროფესიონალი ექიმი, გამოდის და ამბობს, რომ არ კლავს., მესამე რომლიღაცა ქვეყნიდან გვერთვება და ის გვეუბნება, რომ ყველა დაიხოცებით ივლისში. ისტერიკა მოდის პროფესიონალთა მხრიდან. მეც არა ვარ აცრილი – რატომ? ასე მინდა და იმიტომ. თავისუფალი ადამიანი ვარ. მე არსად არ მიშვებენ, ჩემო კარგო, როგორ უნდა გადმოგდო. მე არ ვიცრები იმიტომ, რომ არ მინდა. არც ვანტივაქსერი ვარ. ერთ-ერთმა პირველმა კორონა საქართველოში გადაიტანა გამყრელიძის შვილმა და ეს იყო ოღონდ იმხელა აგრესიული კამპანიის შემდეგ… დავიხოცებით, სამყარო დაიქცევა… არ იყო ვაქცინები, მაგრამ გადარჩა ის ადამიანი და ღმერთმა კარგად ამყოფოს, ის ადამიანები ღმერთმა ნათელში ამყოფოს, ვინც კოვიდის შეეწირა, მაგრამ, მანდაც დიდი კითხვები მაქვს ბატონო თენგიზ, 20 წლის ფეხბურთელი ბიჭი, რატომ გარდაიცვალა? იმიტომ რომ დაგვიანებით მიმართ კლინიკას, იმიტომ რომ ოჯახის ექიმი არ ურეკავდა, აი, ამიტომ, როდესაც ვისწავლით შეცდომების აღიარებას, როდესაც ერთ საკითხთან დაკავშირებით მაინც მეტყვით, იცი, რა, ნატო, აი, ამაში იყო პრობლემა… თქვენ არ სხდებით, თქვენ ხალხს არ ელაპარაკებით, თქვენ გაქვთ აგრესიული მოწოდებები, რამაც გადამაწყვეტინა, რომ არ ავიცრა. არ მეშინია, დამემართება? არანაირი პრობლემა არა მაქვს. არ მეშინია და ვერ დამაშინებენ.
თენგიზ ცერცვაძე:
-ერთი შეკითხვაა მაქვს იმათთან, ვინც არ არის განწყობილი ასაცრელად. როდესაც ადამიანს უკბენს საეჭვო, უცხო ძაღლი, 100-დან 100 ან 99 მიდის და იკეთებს ცოფის აცრას. რა არგუმენტები შეიძლება იყოს, რომ ცოფის საწინააღმდგეო ვაქიცნა კარგია, უნდა დავიჯერო ხოლო კოვიდი საწინაარმდეგო არ არის კარგი და არ გავიკეთებ?
ნატო დუმბაძემ, პასუხად, კიდევ ერთხელ მოუწოდა პროფესიონალებს, დაელაპარაკონ ადამიანებს და ყველა კითხვაზე უპასუხონ. ის დაპირდა თენგიზ ცერცვაძეს, რომ თუ ყველა კითხვაზე მიიღებს პასუხს, პირადად მასთან მივა და მის კლინიკაში აიცრება.
კომენტარები