რუსთავი2-ის ეთერში, გადაცემა “პრაიმთაიმში” მსახიობები, ჟურნალისტები, მომღერლები იყვნენ შეკრებილნი და ვაქცინაციის ავ-კარგიანობას განიხილავდნენ. სტუდიაში მიწვეული იყო, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.
მსახიობი, გიორგი ყიფშიძე:
-ახალ წელს მოვიხადე აცრილი არა ვარ, არ ვაპირებ, მწვანე პასპორტზე პრობლემა მქონდა, წესით 7-ში გამწვანებული უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ სადაც შევედი ყველგან გაწითლებული ვიყავი. ჩემ შვილებს გადაედო. მოდი ახლა ვიტყვი ჯანმრთელობის სამინისტროზე, როცა დავრეკე, რომ სახლში მყავს ორი ბავშვი, ავადმყოფი ქალი და ოჯახის სხვა წევრები, მაქვს კორონავირუსი და დროზე გაარიდეთ ჩემი თავი აქაურობას, რომ არ გადავო ამათ, 1 კვირა გაწელეს, არავინ არ გაანძრია ერთი ადგილი. ჩემი შვილია აცრილი, რატოა აცრილი დღემდე არ ვიცი, სკოლაში სწალობს. არ შემშინებია, ჩემ ასაკში არ უნდა გეშინოდეს ამ დაავადების. 80 წლის ადამიანმა უნდა აიცრას, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ხომ ღორის გრიპიც გადავიტანე, ჩვეულებრივი გრიპია, ხალხო, მე ასე ვუყურებ. ვისაც უნდა ის ხალხი იცრება და მე არ ავიცრები. მე გავრისკავ ჩემ თავზე. მე დავინახე, რომ არ იყო არაფერი გასარისკი. ჩემ გარშემო ყველამ იოლად გადაიტანა. არავინ არ აცრილა. ასე მოხდა, ჩვენი ოჯახი არ აცრილა. ვის უნდა გადავდო, რა უნდა გადავდო, მე რომ დამემართა სახლში ჩავიკეტე პირდაპირ. როცა გაცივდები, გრიპიანი გარეთ ხომ არ გადიხარ, იგივეა. რად უნდა ტელევიზორიდან ამას სწავლება, რომ ხელი უნდა დავიბანო, ხელი ისედაც უნდა დავიბანოთ, ხალხო, რად უნდა ამას მოწოდებები. რაღაცას რომ მაიძულებენ მერე მიჩნდება წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. ვინ გითხრა, რომ 14 000 ადამიანი გარდაიცვალა მაინცდმაიანც კოვიდით? ჩემი მეგობრის ბებია სხვა რაღაცით გარდაიცვალა და მიაწერეს კოვიდი. გულწრფელად გეუბნებით, მიწერილები ვიცი ძირითადად.
თენგიზ ცერცვაძე:
-ჩვენთან უმკაცრესად კონტროლდება გარდაცვალების შემთხვევები და მთელ მსოფლიოს სჯერა ჩვენი და ამ ბატონებს არ სჯერათ. ჩვენ ჩრდილი გვადგება ამით. მე მოგმართავთ თქვენ, თქვენ ხომ ერთმა გითხრათ, ორმა, ხუთმა, მანახეთ ერთი შემთხვევა. წავიდეთ, გადავამოწმოთ ჩანაწერი ისტორიაში, ვკითხოთ იმ პიროვნებას, ვინც ამბობს, რომ არ ჰქონდა კოვიდი…
გიორგი ყიფშიძე:
-აი, შემოთავაზება რომ მოგიტანოთ? ფული შესთავაზეს, 5 000 გადაგიხდით, რომ, კოვიდით გარდაცვლილი ჩაიწეროსო? მერე სად წახვალთ?
თენგიზ ცერცვაძე:
-მერე სად წავალ და ბოდიშს მოგიხდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მომიხადეთ.
გიორგი ყიფშიძე:
-ეგ საბოდიშო საქმე არ იქნება, ბოდიშით ვერ გამოძვრებით. დასაჭერია ის ხალხი.
თენგიზ ცერცვაძე:
-კატეგორიულად გთხოვთ, დაანებეთ თავი დემაგოგიას, მანახეთ ერთი ასეთი და გინდა ბოდიშს მოვიხდი და გინდა სისხლის სამართლის საქმე აღძერით. ყველა გაურბის ჩემთან დებატებს, იმიტომ რომ იოლია ასე ტყუილის თქმა და ძნელია ჩემთან დებატებში ტყუილის დამტიკიცება.
წამყვანი:
-რაში სჭირდებათ, რომ ვიღაცას ფული გადაუხადონ და კოვიდი ჩაუწერონ?
გიორგი ყიფშიძე:
-პანიკა რომ იყოს, დაძაბულობა რომ შენარჩუნდეს.
თენგიზ ცერცვაძე:
-გამორიცხულია, პირიქით გაყალბებას უფრო გავიგებდი, რომ დამალეს კოვიდით გარდაცვალებები, რომ საქართველო უფრო წარმატებულად წარმოაჩინონ. მაგრამ ის, რომ საქართველოში ხელოვნურად გაზარდეს კოვიდგარდაცვალების სტატისტიკა, ეს ნონსენსია.
გიორგი ყიფშიძე:
-მე ვიცნობ ადამიანს, რომელთანაც არ მქონია ამ თემაზე საუბარი, მკითხა აცრილი ხარ თუ არაო, ჩემი აზრი რომ ვუითხარი, მერე მითხრა, ეგ კი არაო, ბებიაჩემი რომ გარდაიცვალაო, ფულს მთავაზობდნენო, რომ იქნებ ჩაიწეროს ვითომ კოვოიდით გარდაიცვალაო. ბევრი ვიცი ეგეთი. გაგირკვევთ, თუ გინდათ.
თენგიზ ცერცვაძე:
-აშშ-ში, უძლიერეს და უმდიდრეს ქვეყანაში, ჩაიხედეთ ოფიციალურ მონაცემებში, 20-21 იანვარს გარდაიცვალა 2700-ზე მეტი ავადმყოფი კოვიდით. ახლა წადით და და უმტკიცეთ ამერიკელებს, რომ იქაც გაყალბდა კოვიდსტატისტიკა რაღაც მოტივით, რაღაც დაძაბულობის, ალბათ, ტრამპსა და ბაიდენს შორის დაძაბულობის შესაქმნელად გაზარდეს ხლეოვნურად.
გიორგი ყიფშიძე:
-აცრილებში რამდენია გარდაცვლილი რატომ არავინ ამბობს?
ედიშერ მაღალაშვილი, ნეიროქირურგი
-ინფიცირებულთა შორის 96 პოროცენტი არის არავაქცინირებული, ჰოსპიტალიზირებულთა შორის 94,5 პროცენტი არის არავაქცინირებული, გარდაცვლილთა შორის 99 პროცენტი არის არავაქცინირებული. მარტივია, იგივეა ზუსტად ფილტვის კიბოს სტატისტიკა, ყველა მწეველს არ ემართება, მაგრამ ფილტვის კიბოიან პაციენტებში 10-დან 9 არის მწეველი. ეს ფაქტია.
გიორგი ყიფშიძე:
-1 პროცენტი რამდენი ადამიანია მაინტერესებს.
ედიშერ მაღალაშვილი, ნეიროქირურგი
-14 000-ის 1 პროცენტი 140 ადამიანია.
გიორგი ყიფშიძე:
-140 ადამიანი აცრილი, იმედგაცრუებული წავიდა და მე უნდა ავიცრა, ამას მეუბნები?
ედიშერ მაღალაშვილი, ნეიროქირურგი
-იქ რომ 14 000 ამას არ უყურებ და აქ რომ 140-ია, ამას უყურებ??
მომღერალი, ნინო ჩხეიძე:
-ბევრისთვის ხარ მისაბაძი, შენი არჩევანია იცრები, თუ არ იცრები, არ თვლი, რომ პასუხიმსგებლობას იღებ, ადამიანი, შენი ფანი, ვინც არ იცრება, მის ჯანმრთელობაზე?
გიორგი ყიფშიძე:
-არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებ, აქ პასუხისმგებლობის ასაღებად არ მოვსულვარ.
გიორგი ყიფშიძემ მალევე დატოვა სტუდია და თქვა, რომ წამყვანებს და იქ მყოფ სტუმრებს სურთ, დანარჩენმა სტუმრებმა ის თქვან, რაც მათ უნდათ.
კომენტარები