„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში აქვეყნებს ჰიგიენური და სამედიცინო ნივთების ნაკრებს და წერს, რომ ამ ნივთების საჭიროების მქონე პირებისთვის დარიგების პროცესს თავად გაუწევს კურატორობას.
„სახლში ვერ დავრჩები იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გარშემო ბევრ ადამიანს სჭირდება დახმარება. არ ვამბობ, რომ მთებს შევძრავ, მაგრამ მგონია, რომ ისიც პატარა საქმეა, თუ დახმარების ხელს გარედან გავუწვდი, ვისაც ეს დაჭირდება. ჩვენი ახალგაზრდების ინიციატივით ამ დღეებში საქველმოქმედო პროექტი იწყება,- სანიტარული პაკეტი მათთვის, ვისაც ჰიგიენური და სამედიცინო ნივთების შესაძენად საკმარისი სახსარი არ აქვს. სწორედ ამ პროექტს გავუწევ კურატორობას. გარდა ამისა, შეგიძლიათ მიმსახუროთ ნებისმიერ სხვა საქმეში, თუ სახლში დარჩენილებს გარედან ჩემი დახმარება დაგჭირდებათ.
გვქონდეს ღმერთის იმედი, გვქონდეს ღმერთის რწმენა და ყველა განსაცდელს მოვერევით.“
კომენტარები