პედაგოგი როლანდ ხოჯანაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვრცელი პოსტი გამომივა ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესახებ. ამ ბოლო დროს ( 9 თვეა, ევროპაში არ ვყოფილვარ) ბევრჯერ ბევრგან დაიწერა და ითქვა, რომ შეურაცხმყოფელი მდგომარეობაა ქართველების მიმართ… შეშინებულმა უკანასკნელი ღონე მოვიკრიბე და მაინც გამოვბედე მესამედ გერმანიაში წამოსვლა 1 კვირით. მაშფოთებდა უფრო ის, რომ თან მომყვებოდა სმენისა და საუბრის შეფერხებით ახალგაზრდა. არ მინდოდა, ეფიქრათ, რომ ,,დასატოვებლად” მოვდიოდით… ყველაზე უარესი ვარიანტები განვიხილე და შიშჩამდგარი გუშინ ღამით მივადექი ქუთაისის აეროპორტს…
არავითარი ზედმეტი კითხვა ევროპელი და ქართველი მესაზღვრისგან, არავითარი ფულის თვლა და დამამცირებელი შეკითხვა! თანმხლები პირის მდგომარეობიდან გამომდინარე პრიორიტეტულ პირობებშიც ჩამაყენეს და ნახევარი საათით ადრეც ჩამოვფრინდით გერმანიაში! პ.ს. არცერთი მგზავრი არ შეუჩერებიათ, სავარაუდოდ, ყველას ყველა დოკუმენტი ჰქონდა წესრიგში! ჩვენ ვართ ევროპის ნაწილი, ვფიქრობ ახლა და იმერულად გაფუყული ვწერ ამ სტატუსს ბერლინის ცენტრიდან”
კომენტარები