საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე ისაუბრა და თქვა:
” მე ვფიქრობ, რომ უკრაინაში ომის საშუალება პუტინმა უკვე დაკარგა, მაგრამ ის ემზადება პროვოკაციებისთვის, ის ემზადება დონეცკისა და ლუგანსკის ასაღიარებლად, მაგრამ ის ამავე დროს ემზადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის… და ისე, რომ აქაური ხელისუფლება დამალულია, სულ ფეხებზე კიდია პუტინს. ის აუცილებლად გააკეთებს ამას და ჩვენი დამხმარე არავინ არ იქნება. ეს იქნება ივანიშვილისა და პუტინის ერთობლივი თამაში დე-ფაქტო ჩვენი ტერიტორიების ანექსიის, ხალხო. ამიტომ თუ ხალხმა არ ამოიღო ხმა, ჩვენ არ გვექნება არანაირი გამოსავალი”
კომენტარები