სამოქალაქო აქტივისტი რუსთავიდან, “ლელოს” ყოფილი წევრი, ამჟამად, უკვე ემიგრანტი, ნათია მანჯგალაძე:
“აირჩიეს საკრებულოს თავჯდომარე ქ. რუსთავში .
გამიხარდა იმ მხრივ რომ ოპოზიციის კანდიდატია. მაგრამ მეტად გამიხარდებოდა თუ ლელოს პარტიიდანაც იქნებოდა თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც გააჟღერებდა და დაიცავდა ჩვენს პოზიციებს, იმ ხალხის იმედებს გაამართლებდა ვინც ჩვენს უკან დგას და გვირჩევს!
დიახ, მე დავტოვე საქართველო და წამოვედი ემიგრაციაში, რადგან სხვა გზა არ დამიტოვეს!
ყოველი ჩემი აქტიურობა კონტროლდებოდა და სამჯერ მივიღე გაფრთხილება ჩემთვის უცნობი პირებისაგან, რომ არ მეაქტიურა რადგან მახსოვდეს რომ მყავს ქმარ-შვილი !
რათქმაუნდა ეს გაფრთხილებებიც არაცივილირებული ფორმით ხდებოდა…
ორჯერ სადარბაზოსთან დამხვდნენ !
მესამედ ჩემს სართულზე !
პირველად გამაფრთხილეს ,14 ოქტომბერს აქციაზე არ წავსულიყავი და ხალხი არ წამეყვანა!
მეორედ უკმაყოფილონი იყვნენ ჩემი აქტიურობით მეორე ტურში და ციხის აქციებზე ,სააკაშვილის მხარდამჭერ აქციებზე არ გავსულიყავი, არ წამეყვანა ხალხი და ფრთხილად ვყოფილიყავი რადგან ერთხელ უკვე გამაფრთხილეს.
მესამედ ჩემს სართულზე, ძაღლს ვასეირნებდი და რომ ავედი ჩემთვის უცნობი მამაკაცი ზედა კიბეებზე იჯდა, რომ დამინახა წამოდგა, პირბადე ეკეთა და ბოხი ხმით მომმართა – არ მოგვწომს შენი საქციელი, რამდენჯერ გაგაფრთხილეთო. სახლიც ვიცით და კარიცო!
იცით რა დამემართა? შოკში ვიყავი და კანკალმა ამიტანა!
მეუღლე და ბავშვები რომ დაბრუნდნენ სახლში, ყველაფერი ვუამბე რომას და გადაწყვეტილება მივიღეთ ქვეყანა დაგვეტოვებინა რადგან მე არ გავჩუმდებოდი, არ გავჩერდებოდი,ისევ დავწერდი და ისევ გავაგრძელებდი აქტიურობას !
გონივრული კითხვა გაუჩნდება ადამიანს 112ში რატომ არ დარეკე ან რატომ არ მივმართე საპატრულოს, პასუხი კი ასეთი მაქვს არ ვენდობი დღევანდელ მილიციას!
რადგან არ ვიცი ვინ იყვნენ და ძნელად მისახვედრი არც არის ვის ვუშლიდი ხელს არანაირი საფუძველი არ მქონია მივნდობოდი დღევანდელ მილიციას და განცხადებით მიმემართა.
ვერ დავამტკიცებდი ჩემს სიმართლეს და პროვოკაციაშიც ჩამითვლიდნენ.
აი ეს იყო ჩემი უეცარი გამომგზავრების მიზეზი. ძალიან მიძიმს, მაგრამ სიმართლე ასეთია.
ჩვენს ქვეყანას მართავს ძალადობრივი რეჟიმი და მათი მიზანი ყველაფრის ხელში ჩაგდებაა, ყველას განკარგვა და ყველას მართვაა, რაც ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება.”
კომენტარები