პეკინში დღეს ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება. გახსნის ცერემონიაზე კი ერთ-ერთი მეჩირაღდნე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი იყო.
ტედროსი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
“ოლიმპიური თამაშები იმედზეა და ვისურვებდი, რომ ამ ცეცხლმა ადამიანებს მთელ დედამიწაზე იმედი მოუტანოს, იმედი, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ კორონავირუსის დამარცხებას. მადლობა ოლიმპიადის გუნდს ჩემი მოწვევისა და მასპინძლობისთვის“

კომენტარები