ჟურნალისტი, დემნა დევდარიანი:
“მიწიერ ჯოჯოხეთში ვარ უკვე 9 საათია და ჯერ ისევ არ ვიცი, როდის გამოვაღწევ ტეხასიდან, დანიშნულების ადგილამდე რეისი გაუქმდა, მომდევნო 2 დღე ვერაფერს მინიშნავენ. ვერც ვაშინგტონში ვბრუნდები, 3 ჯერ დარეზერვებული ფრენა გამიუქმეს.
ვზივარ, დავჯავშნი ფრენას და 15 წუთში უქმდება რეისი. გამოდარებას ველოდები, შტორმი, ციკლონი და თოვლი ერთად ტრიალებს დალასის ცაზე. ჩემოდნები დამიკარგეს, პიცა მშია, ყველაფერი დაკეტილია, მეძინება. სასტუმროში არ გადამიყვანა ამერიკანმა იმ მიზეზით, რომ ამინდის გამო გაუქმებული რეისის მგზავრების სასტუმროს ნომრით უზრუნველყოფა არ ხდებაო.
ნერვები იქამდე არ მიმტყუნებს, სანამ სახლიდან წამოღებული ნამცხვრები და შოკოლადები ჯერ ისევ მაქვს ჩანთაში. Yup, ამჯერად “იდეალთან” ერთად ვიფრინე.”
კომენტარები