„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები საქართველოს დასაბეზღებლად წავიდნენ კიევში. ვფიქრობ კიევიდან შემდეგ წავლენ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში, თავიანთი ძველი ლობისტების მეშვეობით თუ მოახერხებენ ვინმე პოლიტიკოსებთან შეხვედრას, – ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა, ბიძინა გიორგობიანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„არ მგონია მათ ეს ავანტიურა, რომელიც წამოიწყეს, გამოუვიდეთ. უკრაინაში არიან წასული იმისათვის, რომ უკრაინის ისტაბლიშმენტი დაარწმუნონ, თითქოს საქართველომ მათ უღალატა. არადა, ჩვენ მივიღეთ სურათი, რომ დემოკრატიული სამყარო ისე როგორც არასდროს, არც 2008 წელს, არის ერთიანი დასავლური ღირებულებების დასაცავად. ამ კონტექტსში ჩვენც, რა თქმა უნდა“ მათ გვერდით ვართ და ამ გაერთიანების ნაწილი ვართ. დემოკრატიული დასავლეთი დღეს არის აბსოლუტურად ერთიანი რუსეთის წინააღმდეგ. ამაში დისონანსის შესატანად მუშაობენ ეს ადამიანები რომლებიც დღეს წავიდნენ კიევში, ვითომ უკრაინის მხარდაჭერის გამოსახატად. სინამდვილეში ისინი წავიდნენ იმისათვის, რომ იქაურ პოლიტიკურ წრეებს მიაწოდონ ინფორმაცია, როგორ არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ გულმოსაფხანი განცხადება. საქმე კი იმაშია, რომ ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ძალიან გაწონასწორებული ნაბიჯი უკვე შეაფასა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც“, – განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
კომენტარები