ფორმულას ეთერში სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ ლეიბორისტული პარტიის წევრებსა და აქტივისტებს, რომლებიც ოფისთან აქციებს მართავენ, მიმართავს და ამბობს:
“როცა კომისიის ხელმძღვანელი გამოდის და დაბეჯითებით ამბობს იმას, რომ ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის და ამავდროულად, კიდევ ბრიფინგს აკეთებ – არიქა, ხალხო, მივიდეთ მარეგულირებელ კომისიასთან, თორემ ტარიფები იზრდებაო, არ ვიცი, რას ემსახურება. რატომღაც ჰგონიათ, რომ ხალხს ამით მოატყუებენ და დამატებით ხმებსა და პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებენ. კოტრდება ეს ხალხი, ლეიბორისტულ პარტიასა და ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას ვგულისხმობ და მაინც ებღაუჭებიან იმას, რომ ვიღაცების ხმები ასეთი აბსურდული განცხადებებით ჩაიწერონ დამატებით, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ, ხალხი ძალიან ძალიან გონიერია, ბრძენია.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის და ნუ შეწუხდებით, მეგობრებო, ნუ მოხვალთ მარეგულირებელი კომისიის ოფისთან, ამით ვერაფერს მიაღწევთ, ვერც ხმებს მიიღებთ.”
კომენტარები