დერმატო-ვენეროლოგი, “მტკიცებითი მედიცინის ცენტრის” ექიმი, ზაზა თელია:
“? საკუთარ ფეისბუქ გვერდს ვაუქმებ ამ ეტაპზე
რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება
ალბათ მისახვედრია ჩემი გადაწყვეტილების მიზეზი
? ჩემს პაციენტებს ვთხოვ კომუნიკაცია გქონდეთ ვაიბერის და ვოთსაფის საშუალებით
? მოგეხსენებათ ამ ქვეყანაში უამრავ ადამიანს უჭირს და სჭირდება დახმარება. ამ 3 წლის განმავლობაში უამრავი უფასო კონსულტაციის გაწევა შევძელი რითაც ვფიქრობ ძალიან ბევრი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდა.
სამწუხაროდ ამას ვეღარ შევძლებ მომავალში, დავეხმარო იმ ადამიანებს ვისაც ეს ნამდვილად სჭირდებათ
? ჯანმრთელობას გისურვებთ
დამითმია ბურთი და მოედანი “ბლოგერებისთვის” – იმედი მაქვს ღირებულს და პროდუქტიულს შექმნიან რამეს.”
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ზახა თელია ბულინგის მსხვერპლი იყო და მისი ფოტო, სხვადასხვა დამცინავი კომენტარით უამრავ ადამიანს ქონდა გაზიარებული.
კომენტარები