“ენმ”-ის თავმჯდომარე, ნიკა მელი, მთავარი არხის ეთერში, ეკა კვესიტაძის კითხვებს პასუხობს.
ნიკა მელია:
-მე შემეძლო თავიდან ბოლომდე პერსონიფიცირებულად, მხოლოდ სააკაშვილზე მელაპარაკა, გვისმენს ახლა დარწმუნებული ვარ, მაგრამ სააკაშვილისთვის მე რა მინდა – თავისუფლება, ხო? მე რომ მაქვს ჩემთვის იდენტიფიცირებული როგორ უნდა მოხდეს მისი თავისუფლება, მოგატყუოთ? არანაირი გრძელვადიანი არ არის. მართლა რომ ცუდი მინდოდეს ნაციონალური მოძრაობისთვის… ერთი ადამიანი გამაცანით, ვინც საქმიან წინადადება აქვს. ვიღაცა უბრალოდ განაწყენებულია…
ეკა კვესიტაძე:
-მაგალითად ფუტკარაძის ამბავი რომ იყო, არ ჩახვედით სწრაფად, გარდაბანში მეტი აქტიურობა შეგეძლოთ, იყო უკმაყოფილება…
ნიკა მელია:
-ეს ყველაფერი პროპაგანდიტსტული არგუმენტებია. ვაცნობიერებ, რომ ბოლო წლების განმავლობაში დავტოვე ყოვლისშემძლეს შთაბეჭდილება, რომ შემიძლია საათნახევარში გავათავისუფლო სააკაშვილი – და ეს ვერ შევძელი. ამ წყენის გამოძახილია რაც ხდება ახლა… მე ცოცხალ ადამიანებს არ ვიცნობ ასეთებს, ვისაც აქვს განსხვავებული აზრი, სოციალურ ქსელში, კი ბატონო. არიან ადამიანები, ვისაც პატივს ვცემ, ჰქონდა მოსაზრებები, მაგრამ ვსაუბრობთ, ვჯერდებით, ვაგრძელებთ გზას. ახლა რომ გამოვიდე და ვთქვა, უი, 300 ადამიანი ხართ, ვინც უკმაყოფილონი ხართ, მოდით, რიგით პარტიის წევრად დავრჩები – ეს იქნება ღალატი, თუ იქნება და მერე რა? გია ბარამიძე მოვა პარტიის თავმჯდომარედ და მიხეილ სააკაშვილს გაათავისუფლებს? მხარდაჭერა გაიზრდება? რა შეიცვლება? მე რომ ვხედავდე, ალტერნატიულ წინადადებას, მხოლოდ გამიხარდება. არ გამიგია, არ მსმენია, გარდა იმისა, რომ მელიამ რატომ დაშალა აქცია 14 ოქტომბერს. ხვალ რომ 50 000 კაცი შეიკრიბოს, რას ვაკეთებთ? პოლიტიკური პროცესებით უნდა მივიდეთ აქციებამდე.
კომენტარები