საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით გადაწვეტილება მიღებულია. სესხები პენსიონერებისთვის სავარაუდოდ შემცირდება საშუალოდ 10%-ით, დაწესდება ზედა ზღვარი და ეს იქნება 25-26%.
გარდა ამისა, თანადაფინანსებით შემოდის სახელმწიფო და სწორედ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 15 მილიონი ლარი გამოიყოფა, რათა ბანკმა უზრუნველყოს თანხების მიწოდება პენსიონერებისთვის.
საპენსიო სესხის პროცენტის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც კანონპროექტის ავტორები, საფინანსო დარგის ექსპერტები და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ჩვენ მივაღწიეთ და დავამტკიცეთ ის, რომ შესაძლებელი ყოფილა სესხის პროცენტის გაცემა. ასევე, პენსიონერი აღარ გადაიხდის პენსიის დარიგების ფულს, ეს ფული უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ. გარდა ამისა, გამოცხადდება კონკურსი, სადაც მე ვთხოვ ყველა ბანკს მიიღოს მონაწილეობა ამ კონკურსში და ვფიქრობ, რომ სესხის პროცენტი კიდევ უფრო დაიწევს,” – განაცხადა “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.
“15 მილიონით შეეხიდება სახელმწიფო პენსიების დარიგებაში იმ პოტენციურად გამარჯვებულ ბანკს, რაც მთავარია, პროცენტმა დაიწია და დაახლოებით 26%-ის ფარგლებშია,” – აღნიშნა მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
როგორც ცნობილია, ტენდერში კომერციული ბანკები მიიღებენ მონაწილეობას, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან პენსიონერები ახალი პირობებით მიიღებენ სესხებს.
კომენტარები