ჟურნალისტი, დემნა დევდარიანი:
“არიზონაში ვარ, იუმას სექტორში. მექსიკასთან აშშ-ის 3 140 კმ-იანი საზღვრის იმ წერტილში, რომელიც ბოლო წლებია, უამრავი ქართველისთვის, უკეთესი და უსაფრთხო ცხოვრების დაწყების კარიბჭედ არის ქცეული.
ტრამპის კედლის ნახვა ემოციურად იმაზე დატვირთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. სანამ ოვალურ ოფისში იჯდა, ტრამპმა ამ კედლის 737 კმ-ის აშენება მოასწრო სამხრეთის საზღვართან.
მშენებლობა ბაიდენმა 1 წლის წინ შეაჩერა, მაგრამ იმ დროისთვის, ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა 16 მილიონი $ უკვე გაფლანგული იყო.”
კომენტარები