სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა თორდია, რომელმაც საქართველო ყოფილ პროკურორთან, ოთარ ფარცხალაძესთან კონფლიქტის შემდეგ დატოვა და ახლა აშშ-ში იმყოფება, “ტვ. პირველთან” ამბობს:
“მოთხოვნა წარვადგინე და კორონავირუსის გამო, გარკვეული პროცედურები გაიწელა დროში, იყო დახურული სასამართლოები, მინდა გამოვეხმაურო იმ ადამიანებს, ვინც მექსიკის საზღრიდან გადმოდიან, ამ ადამიანებს უწევთ მძიმე გზის გავლა, ძალიან დიდი საფრთხე აქვთ, სიცოცხლის საფრთხის წინაშე დგანან. ბევრი ადამიანი დაკარგულა ამ გზის გავლისას. ამ გზით როცა მოდის ადამიანი, მას აქვს მკვეთრი მიზეზი, სასოწარკვეთილების გარდა, რთულია სხვა მიზეზის პოვნა.
რაც შეეხება ჩემ პროცესს, არ მინდა და არ მაქვს სურვილი კანონგარეშედ ვიყო, ტრამპის პოლიტიკა ემიგრაციასთან დაკავშირებით იყო მკაცრი, დროში გადავადებული იქნა, თუმცა, არიან ადამიანები ბვისი პროცესიც ათწლეულები მიმდინარეობ. ვფიქრობ ჩემი საქმე ძალიან მალე უნდა დასრულდეს. კანონის ყველა მოთხოვნა დაცულია და ნათელი ის საქმე, რომელზედაც საუბარია.
ყველა საბუთი წესრიგში მაქვს, პრობლემები საბუთებთან დაკავშირებით არ მაქვს. რა არის დასამალი, გადამზიდ კომპანიაში ვმუშაობ. დიდ ტრაილერზე ვმუშაობ, მძიმე სამუშაოა, მაგრამ მაკმაყოფილებს, შემოსავლის კუთხით, ამ ეტაპზე. მე არ მრცხვენია, შემრცხვებოდა იმის, რომ მომეპარა ტენდერიდან ფული, მაგრამ ამ შრომის არ მრცხვენია, შემიძლია საჯაროდ ვთქვა.
ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოდის, რომელიც დასაქმებული იყო, არც იყვნენ შეიძლება ნაციონალური მოძრაობასთან დაკავშირებულნი, არ არიან ცნობილები, ამ ადამიანებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ თუნდაც იმიტომ, რომ ქართული ოცნება გააკრიტიკეს. ესენი არიან დიდი ხნის საჯარო მოხელეები, ღირებულს ქმნიდნენ მთელი ცხოვრება. 15-20 წელი რომ მუშაობს ადამიანი საჯარო სამსახურში, მას აქვს დიდი გამოცდილება. ბევრი ასეთი ადამიანია დღეს აშშ-ში და ითხოვენ თავშესაფარს. ძალიან ბევრი ქეისი არ არის ცნობილი საზოგადოებისთვის.”
კომენტარები