მიწისძვრის დროს, საფრთხის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებული ქმედებები:
შენობაში
არ სცადოთ შენობის დატოვება, განსაკუთრებით მათ, ვინც მაღალ სართულზე ცხოვრობთ, შეძვერით მაგიდის ქვეშ და ხელები ქვემოდან მიაბჯინეთ. მოშორდით ფანჯარას, ბუხარს, მძიმე ავეჯსა და ხელსაწყოებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ნივთებთან, რომელიც შეიძლება ჩამოვარდეს – ჭაღი, კარადები, კედლის თაროები და ა.შ.სწორედ იმიტომ, რომ სამზარეულოშია მეტწილად კედლის თაროები და კარადები, სასწრაფოდ დატოვეთ სამზარეულო, რადგან ავეჯის ჩამოცვენის შემთხვევაში უსაფრთხოდ იყოთ.
არ გაიქცეთ კიბეებისკენ, არ გავარდეთ გარეთ ბიძგების შეჩერებამდე. კვლევების თანახმად ადამიანების დიდი ნაწილი დაზიანებებს ძირითადად შენობების დატოვების დროს იღებს;
არ გამოიყენოთ ლიფტი.
ქუჩაში:
თუ ქუჩაში ხართ მიწისძვრის დროს, მოშორდით შენობებს, შუქნიშნებს, ელექტროგადამცემ კაბელებს და ეცადეთ შედარებით ღია, ცარიელ სივრცეში გახვიდეთ.
საჭესთან:
თუ საჭესთან ხართ, ეცადეთ, ფრთხილი მოძრაობით გაიყვანოთ მანქანა მოძრაობის ზონიდან და შეჩერდეთ.
არ გაჩერდეთ ხიდზე ან მის ქვეშ, ესტაკადების, შუქნიშნების, ხეების, განათების ბოძებისა თუ საგზაო ნიშნების ქვეშ;
დარჩით მანქანაში ბიძგების შეწყვეტამდე;
მოძრაობის გაგრძელებამდე გაეცანით ახალ ამბებს, რათა შეიტყოთ, რაიმე დაზიანება ხომ არ მოხდა გზის იმ მონაკვეთზე, საით წასვლასაც აპირებთ.
და თუ მაინც ნანგრევებში მოჰყევით:
არ აანთოთ ასანთი;
არ იმოძრაოთ;
პირზე აიფარეთ ტანსაცმელი, რათა ნაკლები მტვერი ჩაისუნთქოთ;
დააკაკუნეთ მილზე, კედელზე, რკინაზე, რასაც სიახლოვეს დაინახავთ, რადგან მაშველებმა ადვილად გიპოვნოთ, იყვირეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ამ დროს შესაძლოა მავნე მტვერი გადაგეყლაპოთ.
მომზადებულია usgs.gov-ის მიხედვით
კომენტარები