წალენჯიხის მერი, გიორგი ხარჩილავა:
“TV Imedi !
თქვენს დეზინფორმაციაზე:
თქვენს გადაცემაში ხსენებული მიწის ნაკვეთი 47.08.38.363 არის სახელმწიფო (არამუნიციპალურ)ს აკუთრებაში!
სახელმწიფო საკუთრებაში!
ამიტომ, მის განკარგვას (იჯარა, უზურფრუქტი, გასხვისება) ახორციელებს ”სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტო”( და არა “წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია”).
შესაბამისად,მუნიციპალიტეტის მერია (მერი) არ ახორციელებს აღნიშნული მიწის ნაკვეთის რაიმე სახით გასხვისებას.
(ასევე) შესაბამისად თქვენს მიერ მომზადებული სიუჟეტი გახლავთ შეგნებილი დეზინფორმაცია და წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას წალენჯიხის ოპოზიციური მერის წინააღმდეგ, რადგან მისი რეფორმატორული საქმიანობა შემაშფოთებელი აღმოჩნდა “ქართული ოცნებისთვის”, როგორც წარმატებული და მიზანმიმართული დემოკრატიული და დეცენტრალიზაციის მოდელის ჩამოყალიბებისა!
პ.ს:მოითხოვ live ჩართვას იგივე თემაზე.”
კომენტარები