დეკანოზი თამაზ ლომიძე:
,,ხალხი თუ მთავრობა უმძიმეს დღეში ვართ გონებრივად, დღემდე ადამიანებმა ის ელემენტარული ვერ გაიგეს, რომ აცრა იცავს არა საერთოდ ინფიცირებისგან, არამედ ინფიცირების შემთხვევაში გართულებისგან და სიკვდილისგან. კიდევ ის ვერ გაიგეს, რომ დღეში 50 ადამიანის და 1-ის სიკვდილი ერთი და იგივე არ არის. კიდევ ის ვერ გაიგეს, რომ ანტივაქსერობა იწვევს ადამიანების უაზროდ სიკვდილს, ხოლო პროვაქსერობა ემსახურება სიცოცხლეს და არაფერს უშავებს ადამიანს. კიდევ ის ვერ წაიკითხეს და შესაბამისად, დასკვნაც ვერ გამოიტანეს, რომ საქართველოში კოვიდის გართულებით მთლიანად გარდაცვლილი 15 577 ადამიანიდან თითქმის 90% იყო ა უ ც რ ე ლ ი. კიდევ ვერ გაიგეს, რომ იმ ქვეყნებში სადაც გააუქმეს კოვიდ-პასპორტი თუ სხვა შეზღუდვები, მოსახლეობის ნახევარზე მეტი არათუ ორჯერადად, არამედ უკვე ბუსტერითაა აცრილი. სანამ გონება ასეთი ჩავარდნებით გიმუშავებთ, სიკვდილი გარდაუვალია!”
კომენტარები