დეპუტატი, იაგი ხვიჩია, “ტვ. პირველთან, ჩართვისას, სამი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საუბრისას, ოპოზიციის შეცდომებზეც საუბრობს.
სტუდიაში იმყოფებოდა “ლელოს” წევრი თაზო დათუნაშვილი.
იაგო ხვიჩია:
ოპოზიციამ, ეს ყველაფერი, რაც ახლა ჩვენ თავს ხდება, თვითონ მოიწყო, თვითონ მოიწყო თან ისე, რომ დღემდე არ უღიარებია, რომ რაღაცა შეცდომა იყო, რაღაცაზე ბოდიში არ მოუხდია. ხომ ვერასოდეს ვერავინ გაიგო “ლელოს” რა უნდოდა, თქვენ ხომ არ გესმით, “ლელოს” რა უნდა როგორც პარტიას, ვიცით, ხაზარაძეს და ბატონ ბადრის ანაკლია უნდა, მაგრამ “ლელოს” რა უნდა თქვენ ხომ არ გესმით? მე რომ ვცდილობდი, გამეგო “ლელოს” რა უნდოდა, ვერასოდეს ვერ მოვისმინე პოზიცია, სერიოზულად ვერასოდეს დაველაპარაკე, მისაუბრია ხაზარაძესთანაც, ჯაფარიძესთანაც, კოლეგებთანაც და არავის ესმის ლელოს რა უნდა.
თაზო დათუნაშვილი:
ალბათ გაგების პრობლემაა, როგორ შეიძლება ესაუბროთ და აზრი ვერ გამოიტანოთ? გაგების პრობლემას ვხედავ.
იაგო ხვიჩია:
მე დღეს ლელოს გასაკრიტიკებლად არ ვარ, პირიქით, მთელი დღის განმავლობაში მხარს ვუჭერ ბადრი ჯაფარიძეს, რადგანაც მკითხეთ რა არის პრობლემა, პრობლემაა შეცდომების არაღიარება, არგააზრება არაფრის და სერიოზული ლაპარაკის არდაწყება. მაიცა, ლელო არ იყო, ჩვენ გარეშე რომ ხვდებოდა ხელისუფლებას და საკუთარ იფისში რომ არ გვეპატიჟებდა ყოვლად უარგუმენტოდ, ყოვლად უაზროდ, ისე რომ ბოდიში არავის მოუხდია, ადამიანურ ურთიერთობაში.
თაზო დათუნაშვილი:
ეს ხომ ტყუილია? როცა იტყუებით არ არის სწორი.
იაგო ხვიჩია:
თაზო, ჩვენ სხვა დროსაც შევხვდებით ერთმანეთს და ენა გააკონტროლე. აზრზე უნდა მოვიდეს ოპოზიცია. ცხენიდან უნდა ჩამოვიდეს ყველა ოპოზიციონერი, ლელო, ნაციონალური მოძრაობა, თუ მე ვიქნები და გაარკვიონ რა უნდათ. გირჩს, მგონი, ყველასთვის გასაგებია რა უნდა, უნდა მეტი თავისუფლება ყველა მიმართულებით, ნაკლები შეზღუდვა, ნაკლები ბიუროკრატია და ამ იდეის გარშემო ცდილობს თანამოაზრეების შეკრებას, რომ ქართულ ოცნებასთან მარტო კი არ დარჩეს, იდეასთან ერთად დარჩეს, როგორც დღეს დარჩა ლელო ქართულ ოცნებასთან მარტო, იდეის გარეშე, როგორც ნაციონალური მოძრაობა დარჩა უმრავლესობასთან იდეის გარეშე, არ მინდა იდეის გარეშე დარჩენა. მინდა ჩემი კოლეგები აზრზე მოვიდნენ და მოვრჩეთ ერთმანეთისთვის გიჟობების დაბრალებას. როცა დაინახავს ოცნება რომ ამაზე ვმუშაობთ ასეთი ვეღარ ვიქნებით, სანამ ასე ვიქნებით დაშლილი, ნებისმიერს, ვისაც მოუნდება თავზე წამოგვარტყამს. ეს ხდება დღეს სინამდვილეში.
მას შემდეგ, რაც იაგო ხვიჩიას ჩართვა დასრულდა, თაზო დათუნაშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა, მადლობა უთხრა მას, ბადრი ჯაფარიძის მხარდაჭერისთვის, ბოდიშიც უთხრა, იმ წყენისთვის, რომელიც, მისი აზრით იაგოს აქვს და მოუწოდა დიალოგისთვის.
კომენტარები