ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა:
“ჩვენმა მეგობრებმა ცხინვალიდან შეგვატყობინეს, რომ დღეს ჩატარდა მამუკა ჩხიკვაძის ე.წ. სასამართლო პროცესი.
“საქმის” არსებითი განხილვა და სავარაუდოდ განაჩენის გამოტანა მოხდება 22 თებერვალს.
გუშინ, 14 თებერვალს, ასევე ჩვენი 2 მოქალაქის, კანიაშვილის და ნათაძის ე.წ. ჩატარებულა, შემდეგი “სხდომა” და სავარაუდოდ განაჩენი 21 თებერვალს ჩატარდება.
ხეთერელი, გოგიჩაშვილი და მეგრელიშვილი კი ელოდებიან თავიანთ “პროცესებს”…
ირაკლი ბებუა რჩება სოხუმის ციხეში და სამწუხაროდ არანაირი აქტივობა ჩვენი მოქალაქეების დასახსნელად არ შეინიშნება.
სამწუხარო რეალობა გვაქვს – ჩვენი 7 მოქალაქე რჩება ოკუპანტის ტყვეობაში და მათი ბედი გაურკვეველია.”
კომენტარები