გადაწყვეტილებით, 10 კაცზე მეტის შეკრება იკრძალება და ეს ეხება ყველას და ყველაფერს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიზანი გახლავთ პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.
„მოგეხსენებათ, რომ საგანგებო მდგომარეობა განსაზღვრავს და განისაზღვრება ქვეყნის მასშტაბით, შეკრების შეზღუდვა 10 კაცამდე ეხება ყველას და ყველაფერს და ამის მიზანი გახლავთ პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა და მიზანი გახლავთ, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე მიუხედავად მათი რელიგიური მრწამსისა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
კომენტარები