საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა მედიას არ შეეხება.
„საგანგებო მდგომარეობა არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება, დავიცვათ პირადი უსაფრთოხება და ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა მან.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო გადადის შიდა გავრცელების ეტაპზე და ამის თავიდან ასარიდებლად ერთთვიან საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.
გახარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს — საგანგებო მდგომარეობას პრეზიდენტი აცხადებს და პარლამენტი ამტკიცებს.
„ძირითადი ამოცანაა, ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე“, – განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები