თამაზ მეჭიაურის პოლიტიკური გუნდის წევრი, ნანა ცალუღელაშვილი, აქვეყნებს ფოტოებს სოციალურ ქსელში და წერს:
თქვენ შეგეშალათ ბატონ თამაზ მეჭიაურთან Tamaz Mechiauri, ძალიან შეგეშალათ!
მას ხომ მხოლოდ კარგი საქმის კეთება უნდოდა თიანეთისთვის და არა მარტო თიანეთისთვის!
არ დაანებეთ!!!
ძალიან ეწყინა და ეტკინა გული!
… და ასეთი გულნატკენი გაუშვით იმქვეყნად!
უფალმა შეგინდოთ!
ბატონი თამაზი ხომ ის პიროვნება იყო, ვინც იოტისოდენა გაკეთებულ საქმეს არავის უკარგავდა და ყოველთვის აღნიშნავდა ვის რა წვლილი მიუძღვოდა!
მთელმა თიანეთმა და არა მარტო თიანეთმა იცის, რა რუდუნებით ეპყრობოდა თიანეთის კულტურის სახლის აღდგენას! თითოეული დადებული აგურის ფასი და ადგილი იცოდა! როგორი აღტაცებით იხსენებდა კედლების, სკამების, ფარდების ფერთა შეხამებას!
… იმასაც კი შეეცადეთ , რომ წინასაარჩევნოდ ჩუმად, მალვით გაგეხსნათ აღდგენილი და განახლებული კულტურის სახლი!
არ გამოგივიდათ!!!
დღეს დამიკავშირდნენ თიანეთის მკვიდრნი და მთხოვეს გამეჟღერებინა ინიციატივა:
თიანეთის კულტურის სახლს მიენიჭოს თ ა მ ა ზ მ ე ჭ ი ა უ რ ი ს სახელი!
უბრალოდ, როგორც მოქმედ მთავრობას, გაოფიციალურებას გთხოვთ, თორემ ხალხისთვის ის უკვე თამაზ მეჭიაურის სახელობისაა!!!”
კომენტარები