მალხაზ მაჩალიკაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:
“2012 წელს მეც და ჩემმა ოჯახმაც ხმა მივეცით ქართულ ოცნებას და ვხედავთ ყველა – რა მივიღეთ. ჩემში სიამოვნება, სიხარული, სიცოცხლე – ჩაკვდა, უბრალოდ ვარსებობ… უსამართლობამ განაპირობა ეს. ვსაუბრობთ, რომელი ხელისუფლება იყო უკეთესი. ყველაფრის დათმენა შეიძლება შიმშილის, სიცივის, მაგრამ უსამართლობა ყველაზე დიდი ჯოჯოხეთია.
დიახ, ქართულ ოცნებას მივეცით ხმა, ჩემი მეუღლე აქტიური აგიტატორი იყო 2012 წელს ქართული ოცნების, ვიყავით ქართული ოცნების ამომრჩეველნი, ჩვენ მოვისმინეთ, რას გვპირდებოდა ეს ადამიანი, გვპირდებოდა კოშკებს ივანიშვილი და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. მოგვატყუეს მწარედ. მივიღეთ ის, რომ საქართველო გაიხვეწა, დედებიც გარბიან, ქვეყანაში დარჩენილები, ვისაც გასაქცევი არა აქვს, შიმშილით იხოცებიან. რეალობას თვალი გავუსწოროთ, ის ხელისუფლება არ იყო კარგი? ხომ თქვეს ჩვენ ვიქნებით კარგები? ისე გადის 10 წელი, მხოლოდ იმას საუბრობენ ისინი რას აკეთებდნენ. ისინი, წინა ხელისუფლება, თუ ჩაიდენდა დანაშაულს… დარწმუნებული ვარ, იმათ დროს რომ ჩაედინათ ეს… კი მეუბნებიან ადმაიანები, მაშინ გარეთ ცხვირს ვერ გამოყოფდი, მოკლავდნენ, ციხეში ჩაგაგდებდნენ, ჩემთვის ეს უფრო უკეთესი იქნებოდა. ესენი? ამათ იმის გამბედაობაც არა აქვთ რამე მითხრან.
ახლა რომ აბრალებენ ყველაფერს მიშას, მაგისი დანატოვარია, მაგისი ბრალია, ავდგეთ და მიშას დროს რაც მოხდა შევარდნაძეს გადავაბრალოთ? მაგისი დანატოვარი იყო? მიშამ რა ხელისუფლება ჩაიბარა, ყველამ ხომ კარგად იცით, ივანიშვილმა, 40-50 პროცენტით მინიმუმ აწყობილი ქვეყანა ჩაიბარა. დღეს რა დღეში ვართ? გინდა კრიმინალი, გინდა სიდუხჭირე, ხედავთ რა ყოფაა.”
კომენტარები