კასპში ხმაურია – საკრებულოს სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
დეპუტატები სხდომათა დარბაზში იკრიბებიან, სადაც ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს უნდა უყარონ კენჭი. ირკვევა, რომ მერია ჯიპის შესაძენად 80 ათას ლარზე მეტის გამოყოფას ითხოვს, რასაც ოპოზიცია არ თანხმდება.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, პირდაპირი ჩართვის შემდეგ, პოლიციამ და საკრებულოს წევრებმა ჟურნალისტები ძალადობის გამოყენებით, საკრებულოს შენობის დარბაზიდან გამოიყვანეს. კასპის საკრებულოში პოლიციელები “მთავარი არხის” გადამღებ ჯგუფზე ფიზიკურად იძალადეს. მათ “ოცნების” წარმომადგენლების მითითებით ჯერ სხდომათა დარბაზი, შემდეგ კი შენობა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
ოპერატორის გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ ათრევენ ძირს პოლიციელები გიორგი ახალკაცს.
კომენტარები