დეპუტატი, სერგო ჩიხლაძე, საპარლამენტო ტრიბუნის საჭიროებაზე საუბრისას, “ტვ პირველთან” ამბობს:
“ჩვენ თუ თანმიმდევრულები ვიქნებით, აუცილებლად მივაღწევთ წარმატებას. პატარა წარმატება იყო, პენსიების სესხი რომ 10 პროცენტით დაიწევს. საპარლამენტო ტრიბუნა რისთვის არის? გუყშინ მთელი დღე ჩვენი წარმომადგენლები და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლები ბომბავდნენ ფინანსთა მინისტრს საკითხებით, მარტივი რაღაცეები, რაც შეიძლებოდა არ სცოდნოდა ხალხს, გამოვგლიჯეთ ამ კაცს, მაგალითად სოციალურად დაუცველებს დასაქმების პროგრამას რომ პირდება ბატონი პრემიერ-მინისტრი, 770 მილიონი ლარი რომ უნდა გამოიყოს სოციალურად დაუცველების დასაქმებისთვის, ფინანსთა მინისტრი ამბობდა, არ ვიცი საიდან უნდა მოვიტანო თანხაო. პრემიერმა თუ იცის? არ ვიციო, გამოდის, კომუნიკაციაც არ ჰქონიათ ამ საკითხზე. უნდა დავანახოთ ხალხს, რასთან გვაქვს საქმე.
გუშინ რა თქვა კიდევ იცით, ფინანსთა მინისტრმა? საგარეო ვალს აღარ ავიღებთ და უფრო ბევრ საშინაო ვალს ავიღებთო… კონკრეტულ საკითხებზე როცა ვიწყებთ საუბარს, პასუხი არა აქვს ქართულ ოცნებას.
“ქართულ ოცნებას” მართლა ეშინია ოპოზიციური დეპუტატების, დისკომფორტი მოუტანა, მსჯელობებია და პასუხს ვერ სცემენ. 5 ივლისის საქმეზე რომ მოვიწვევთ შესაბამის პირებს, ეს ხომ დისკომფორტი იქნება?”
კომენტარები