“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი, შოთა შალელაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“მოგესალმებით, მინდა გამოვეხმაურო ბატონ გვარამიას “მთავარ აქცენტები” 17თებერვლის გადაცემას, სადაც ძალიან დიდი ნაწილი დაუთმო ჩემი და ჩემი ვაჟის გაშავებას, გარდა იმისა რომ, 2015 წლის 21 ივლისის აშშ საგამოძიებო ორგანოების მიერ მოხდა მისი დაკავება, ერთი სიტყვა არ შეესაბამებოდა სიმართლეს, ბატონი გვარამიას ვინმემ გადასცეს რომ ჩემ საქართველოში საქმიანობის დროს, გარდა ხელფასისა, ერთი ლარიც არასოდეს არ გამიკეთებია, და ბოლოს ბატონო გვარამიას შემიძლია პირდაპირ ეთერში ჩავეწერო და გავცე პასუხი აბსოლიტურად ყველა მისთვის საინტერესო კითხვას, თანხმობის შემთხვევაში საზოგადოება მიიღებს პასუხს ორივე მხრიდან გაშუქებულ თემას რომელიც საზოგადოების დიდ ინტერეს იწვევს.”
კომენტარებში მას ნიკა გვარამია პასუხობს:
“არ არის საჭირო ვიდეოს ჩაწერა, ბატონო შოთა, პირდაპირ ეთერში ჩამერთეთ და შეკითხვებსაც და პაუსხებსაც პირდაპირ ეთერში მოისმენს მაყურებელი. საინტერესო იქნება იმის განმარტების მოსმენა, შეცდონით რომ 600 მილიონი დოლარი ჩაგერიცხათ ანგარიშზე.”
შოთა შალელაშვილი:
“მოგესალმები ბატონო ნიკა, კი რა თქმა უნდა სიამოვნებით ჩაგერთვებით, 600 მილიონი კი ყველაზე დიდი ანეგდოტია რაც კი ოდესმე გამიგია.”
ნიკა გვარამია:
“ინფორმაციის დასაბუთებულად უარყოფას არაფერი უდგას წინ. თუ მართალი ხართ, სიმართლეს არ დაგიკარგავთ, არც 600 მილიონზე და არც სხვაზე.”
შოთა შალელაშვილი:
“ბატონო ნიკა, რა თემაზე თქვენ მოუსურვებთ, იმ თემებზე ვისაუბროთ, დარწმუნებული ვარ თქვენ მიუკერძოებულებაში ჩემს მიმართ, უბრალოდ არასწორი ინფორმაციას ავრცელებთ ჩემს მიმართ, მინდა დავიჯერო რომ თქვენ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდეს.”
კომენტარები