ჟურნალისტი, გიორგი მამაცაშვილი:
“ამ წერილს ერთი წლის ისტორია აქვს.
თუმცა, ახლაც ვიმეორებ და არასდროს მომერიდება მადლობის გადახდა ადამიანისთვის, რომელმაც უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ქვეყნის გადარჩენის საქმეში!
დღეს იუბილარია!
უმადურობა უნამუსო საქმეა.
და ამ მოკლე წერილსაც არ ვწერ ასეთი ხალხისთვის…
აკი ჩვენში მადლიერების გამოხატვა საქვეყნოდ გაკეთებული მადლისთვის ანგარებად ან ანგარების საპირწონედ იწოდება…
ესეც ერთგვარად უმადური საქმეა…
თუმცა, უნდა ითქვას და ათიათასჯერ უნდა ითქვას!
მადლობა – სააკაშვილისა და მერაბიშვილის სისხლიანი რეჟიმის დამარცხებისთვის!
მადლობა უგულავას და ბოკერიას სადისტური რეჟიმის დასრულებისთვის!
ხოლო, ვისაც დღეს (მითუფრო – ძველ “რევოლუციონერებს”) სააკაშვილის და ბოკერიას ჩირგვებში აქვთ თავი შერგული – ალალი იყოს მათთვის მიშას და უგულავას ჩირგვები…
(თუმცა, ფრაზა “გიჟი მიუშვი ნებასა” დღესაც აქტუალურია ზოგ-ზოგიერთი ე.წ. ჩემი კოლეგის შეფასებისას!)
მადლობა კიდევ ბევრი რამისთვის, რომელთა ჩამოთვლაც შორსაც წაგვიყვანს და ბევრ ჩასაფრებულსაც საქილიკოს გაუჩენს.
აკი, მათი საქმე მხოლოდ ესაა…
ამიტომ, ვისაც გაგება უნდა, გაიგებს.
ვისაც არა და – ნუ მოიკლავენ ჩემს კედელზე კომენტარების წერით თავს…
დღემდე გაკეთებული საქვეყნო მადლისთვისაც და ქართული კულტურის გადარჩენისთვისაც მადლობა!
მადლობა!
დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო ბიძინა!”
კომენტარები