უკრაინელმა პოლიტოლოგმა, მაქსიმ იალიმ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა:
“რუსეთის პრეზიდენტს უყვარს სიმბოლური თარიღები და ახლა უკრაინაში „ღირსების რევოლუციის“ 8 წლისთავი აღინიშნება.
ვფიქრობ, ფსევდო რესპუბლიკების აღიარების ვარიანტი პუტინის მაგიდაზე დევს, მაგრამ პრეზიდენტ პუტინის მიერ გერმანიის კანცლერ შოლცთან გაკეთებული განცხადებით თუ ვიმსჯელებთ, მინსკის შეთანხმების რეალიზაციის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს. ეს კი პუტინის მთავარი ამოცანაა, ახლა ფსევდო რესპუბლიკების აღიარება შანტაჟის ელემენტია. ფაქტობრივად, ეს დოკუმენტი კრემლში დევს მაგიდაზე და დარჩა მხოლოდ ხელმოწერა.
სულ რამდენიმე საათის წინ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მათ მოიგერიეს თავდასხმა მსხვილ ქიმიურ საწარმოზე, სადაც ბევრი ქიმიური ნარჩენი ინახება, მათ შორის საუბრობენ თითქოსდა, უკრაინელებმა ამიაკის ავზზე მიიტანეს შეტევა. ეს არის სიგნალი, რომელიც ერთი ერთში ემთხვევა იმ პროვოკაციულ სცენარს, რომელზეც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საუბრობდა. მე ვიტყოდი, ეს არის ბოლო გაფრთხილება კრემლისგან. ასევე დღეს ცეცხლი გაუხსნეს წითელი ჯვრის ავტოკოლონას. გუშინ ესროდნენ საბავშვო ბაღებს და ლიცეუმს. გამოიყენეს აკრძალული შეიარაღება. ამიტომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული რუსული სამხედრო კორპუსების შეტევის რისკი უკიდურესად გაზრდილია. ამიტომ ყველაზე ნეგატიური სცენარი ჩემი აზრით, არის ყირიმში ფანჯრის გაჭრა. ეს იქნება მარიუპოლი, ხერსონის ოლქი, რადგან ყველასთვის გასაგებია, რომ ყირმთან სახმელეთო მისასვლელის გარეშე ძალიან რთულია რუსეთთან კავშირის უზრუნველყოფა. ყირიმის ხიდმა ყველა პრობლემა ვერ გადაჭრა. რაც მთავრია კრემლს შეუძლია, თქვას, რომ ეს რუსეთის არმიას არ გაუკეთებია, ამას აკეთებს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების არმია“
კომენტარები