ჟურნალისტი და ტელეწამყვანი (ტელეკომპანია ,,TV პირველიდან”) გიორგი ნიორაძე პროფესიით ექიმია. ექიმების ოჯახში გაზრდილისთვის სხვა პროფესიაზე ფიქრი არც განიხილებოდა, თუმცა სტუდენტობისას მოულოდნელად რადიოში მუშაობა შესთავაზეს, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ის, რომ მედიას ვეღარაფრით ჩამოშორდა.
გიორგი ნიორაძე 42 წლის არის. ცოლს გაშორებულია და 16 წლის ვაჟის მამაა. მყუდრო ბინაში სამ ძაღლთან ერთად ცხოვრობს.
– მარტო ცხოვრობთ?
– დიახ… პირადი ცხოვრების მოწყობა რთულია. ყველაფერს მიაღწევს ადამიანი, თუ კარგად დაგეგმავ ყველაფერს – გახდები წარმატებული, იშოვი ფულს, მიიღებ კარგ განათლებას, თუ მოინდომებ, მაგრამ პირადი ცხოვრების მოწყობა მაინც რთულია… მე და ჩემმა მეუღლემ 15 წელი ვიცხოვრეთ ერთად და უკვე 4 წელია, გავშორდით.საუკეთესო მეგობრები ვართ. ხდება ისე, რომ რაღაც არ გამოდის.
– სხვა დგება შუაში?
– ჩვენ შორის არავინ ჩამდგარა. ყოფილ ცოლს დღეს რომ ჩემი ცალი თირკმელი დასჭირდეს, მივცემ. ჩემი ღვიძლის ნაწილსაც მივცემ და ზუსტად ვიცი, რომ ისიც ასევე მოიქცევა ჩემთვის.ორჯერ გავშორდით. 7 წლის თანაცხოვრების შემდეგაც გავშორდით. მერე კიდევ 7 წლით შევრიგდით და ისევ გავშორდით.
– სხვაც გყვარებიათ?
– ბევრჯერ დამიკარგავს თავი. სიყვარული გემართება.ემოციურ ინტელექტზეა დამოკიდებული, ვინ შემიყვარდება. მიყვარს ემოციურად განვითარებული ადამიანები. მიყვარს ლაშქრობა, მიწასთან ურთიერთობა, ტყეში სიარული… შემიყვარდება ის, ვისთან ერთადაც ხიდზე დავდგები, კენჭებს ვისვრი. ხულიგნობა მიყვარს…
-როგორი უნდა იყოს თქვენი სახლის დიასახლისი?
– კარგად უნდა წვავდეს კარტოფილს! ეს არ დამიწეროთ, თორემ ფემინისტები შემომესევიან. ვხუმრობ, მაგრამ ყველაფერზე ძალიან მიყვარს შემწვარი კარტოფილი. სახლურად შემწვარი მიყვარს,ნახევარი გვერდი რომ დაბრაწული აქვს,ნახევარი – არა.
„სარკე“
კომენტარები