სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს:
,,ჯერ ეპიდემია არ დაწყებულა და ექიმები, ექთნები, სანიტრები, ლაბორანტები, ეპიდემიოლოგები, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები, მესაზღვრეები, პოლიციელები, საჯარო მოხელეები, საგანგებო სამსახურები ერთი თვეა საგანგებო რეჟიმში, საშინელი სტრესის, დატვირთვის, პასუხისმგებლობის, დაინფიცირების რისკის ფასად მუშაობენ;
ამოწურვადია ეს რესურსი, დაავადებულების რიცხვი თუ სწრაფად დაიწყებს მატებას, ვეღარ აუვა სისტემა, ფიზიკურად დაეცემა ხალხი, ვინც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა იზრუნოს, ძალა აღარ ეყოფათ…
ხოდა ჩვენ გავუფრთხილდეთ, ხალხო, ერთმანეთს, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, დავრჩეთ სახლებში, დავზოგოთ და გვიყვარდეს მეტად ერთმანეთი… ამაზე დიდ სიკეთეს მაინც ვერავინ ვერასდროს გავაკეთებთ, ვიდრე თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვაა…”
კომენტარები