დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე ისაუბრა:
,,..სიმართლე გითხრათ, ვერ ვადევნებ თვალ-ყურს ვერც მედიას. იმართება რაღაც დისკუსიები. მეჩვენება, რომ უბრალოდ მორწმუნეების დევნის კამპანია ხომ არ იწყება ქვეყანაში. ჯერ იყო ჩინელებზე იყო რაღაც, ასე ვთქვათ და კიდევ კარგი, რომ მაშინ მედიას სწორი პოზიცია ეკავა, მგონი და იცავდა ჩინელებს უსაფუძვლო თავდასხმებისგან. ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს გაუგებს, სხვადასხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას. ცოტა ფრთხილად ვიყოთ ყველა ამ თემებთან…
საკმაოდ ასაკოვანი ვარ, მაგრამ მეც არ მოვსწრებივარ, კომუნისტების პირველ ეტაპზე იყო ასეთი – მებრძოლ ღვთისმგმობთა ავშირი თუ რაღაც. აი, იმ მეთოდებით არ შეიძლება უბრალოდ ეკლესიასთან ბრძოლა“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
კომენტარები