რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, დასავლეთისა და აშშ-ს განცხადებებს სანქციებზე, ეხმაურება და ამბობს:
“ამ რეაქციას ველოდებოდით, მიჩვეულები არიან, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მომხდარი ყველა უბედურება რუსეთს დააბრალონ და ჩვენ დაგვადანაშაულონ ყველაფერში. მინსკის შეთანხმების ჩაშლაც კი ჩვენ დაგვაბრალეს. დიდი ბრიტანეთი, ამერიკა და ევროპა არ გაჩერდება მანამ, სანამ რუსეთისთვის განკუთვნილ ყველა სადამსჯელო ზომებს არ ამოწურავს. ყველაფრით გვემუქრებიან, მათ შორის ჯოჯოხეთური სანქციებით, ამას უკვე მივეჩვიეთ”
კომენტარები